planetanews Posted April 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 9, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_611710-150x150.jpg“ეროვნული საბჭოს” მერობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა თბილისის მოსახლეობას პრაიმერში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მერად არჩევის შემთხვევაში მათ სოციალური და სხვა სახის პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. ამის შესახებ ძიძიგურმა დღეს კალათბურთის სასახლეში გამართულ “ეროვნული საბჭოს” ყრილობაზე განაცხადა. ძიძიგურის თქმით, პრაიმერში მონაწილეობა თბილისის მასშტაბით 15 ათასამდე ადამიანმა მიიღო. “მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო პრაიმერში. თბილისის მასშტაბით მოსახელობის აქტიურობა საკმაოდ მაღალი იყო, თავისი პოზიცია 15 000-მდე ადამიანმა დააფიქსირა. მინდა ყველას ვუთხრა, ჩემი გამარჯვება არ არის მხოლოდ ზვიად ძიძიგურის გამარჯვება, ეს არის კობა დავითაშვილის, გია მაისაშვილის, ზურაბ ნოღაიდელის, გია ბერძენიძისა და ავთანდილ დავითაიას გამარჯვება, ჩვენ ვართ ერთიანები და ერთად ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის,” – განაცხადა ძიძიგურმა ყრილობაზე. მერობის ერთიანი კანდიდატის თქმით, მათი წინასაარჩევნო კამპანია იქნება აქტიური და აგესიულიც კი. როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, მათ იციან როგორ უნდა იბრძოლონ არჩევნებში გამარჯვებისთვის. “ჩვენი გეგმა არის უსახური, ანტიეროვნული, ანტიდემოკრატიული და კრიმინალური რეჟიმის შეცვლა. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის. სწორედ ამიტომ ნერვიულობს ხელისუფლება და გვებრძვის ყველანაირი მეთოდით. თუ ვიგაცას გონია, რომ ჩვენ გავერთიანდით იმიტომ, რომ უბრალოდ არჩვენებში მივიღოთ მონაწილეობა და რაღაც პროცენტები მივიღოთ, ცდება, ცვენ გავერთიანდით გამარჯვებისთვის,” – აღნიშნა ძიძიგურმა. მერობის კანდიდატი მოსახელობას სოციალური საკითხების მოგვარებასაც დაპირდა. მისი თქმით, თბილისის მერიის ბიუჯეტი იქნება გამჭვირვალე და მოქალაქეებზე ორიენტირებული, ამასთან ერთად თბილისის მერი გადაწყვეტილებებს მიიღებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts