planetanews Posted April 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 9, 2010 შესაბამისი განცხადება 9 აპრილის მემორიალთან გაკეთდა, სადაც ალიანსის ლიდერები და სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილს დაღუპულთა პატივის მისაგებად მივიდნენ. ირაკლი ალასანიამ და სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი გააკეთეს. სალომე ზურაბიშვილი: „ზუსტად 21 წლის წინ საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის დაიღუპა ბევრი ქართველი და მიზანი, რომელიც მათ დაისახეს, ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. გასული წლის 9 აპრილს აქ გამოცხადდა, რომ ჩვენი მიზანი იქნებოდა ხელისუფლების შეცვლა, საბოლოო ჯამში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან წასვლა. სწორედ იმისთვის, რომ ეს ცვლილება მიღწეული იყოს მხოლოდ არჩევნების გზით, მივიღე გადაწყვეტილება, შევუერთდე ალიანსს. ჩვენ კიდევ გვექნება კონსულტაციები, როგორ მოხდება ეს ყველაფერი. ჩვენ ვაჭრობა არ დაგვიწყია არც ერთ სახელზე, ჩვენ გვაქვს მსოფლმხედველობრივი თანხვედრა და ყველა ძირითად საკითხზე – აბსოლუტურად იდენტური მოსაზრებები“. ირაკლი ალასანია: „ალიანსი დღეს კიდევ უფრო გაძლიერდა, სალომე ზურაბიშვილი არის იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელთანაც „ალიანსს საქართველოსთვის“ აკავშირებს საკმაოდ ბევრი ერთიანი იდეა, იდეა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით. ამ ბრძოლაში ალიანსი არის უკვე არა სამი, არამედ ოთხი პარტიისგან შემდგარი ერთობა“. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts