planetanews Posted April 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 9, 2010 2010 წლის 9 აპრილს „ალიანსს საქართველოსთვის“ შეუერთდა „საქართველოს გზა“, რომლის ლიდერია სალომე ზურაბიშვილი. დღეისათვის ალიანსის მოკლე ისტორია ასე გამოიყურება: 2008 წლის 8 დეკემბერს რესპუბლიკურმა პარტიამ და პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ახალი მემარჯვენეები“ („ახლები“) გააფორმეს შეთანხმება პოლიტიკური ალიანსის შექმნის თაობაზე. 2009 წლის 23 თებერვალს ჩამოყალიბდა „ალიანსი საქართველოსთვის“ რესპუბლიკური პარტიის, ახლებისა და ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდის შემადგენლობით. ალიანსის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ირაკლი ალასანია, თანათავმჯდომარეებად – დავით უსუფაშვილი და დავით გამყრელიძე. 2009 წლის 16 ივლისს ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდის ბაზაზე დაფუძნდა პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატები“. 2009 წლის 22 სექტემბერს ალიანსს თანათავმჯდომარის სტატუსით ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი შეუერთდა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts