planetanews Posted April 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 9, 2010 http://www.juventus.com/site/filesite/news/paolucci_victory.jpgმიკელე პაოლუჩის აგენტის განცხადებით, ახალგაზრდა იტალიელის მომავალი, ჯერაც გაურკვეველია და "სიენა" და "იუვენტუსი", მისი უფლებებისთვის იბრძვიან. 24 წლის ფეხბურთელი, ორი გუნდის თანამფლობელობაშია და შეგახსენებთ, რომ "არტემიო ფრანკიდან" "სტადიო ოლიმპიკოზე", ის გასულ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში გადმობარგდა: " პაოლუჩის მომავალს "სიენა" და "იუვე" გადაწყვეტენ. როცა ორივე კლუბი, საკუთარ გეგმებს გაგვიზიარებს, ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაა, რადგან "სიენამ", პაოლუჩის უფლებათა ნახევრისათვის, 3.5 მილიონი ევრო გადაიხადა. შექმნილი გარემოების განმუხტვისათვის, ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯი. ასეა თუ ისე, ფეხბურთელს თამაში სურს, ხოლო მისი კანდიდატურით, სხვა კლუბებიც ინტერესდებიან. " -აცხადებს აგენტი. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts