planetanews Posted April 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 9, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/15-advokati-siradze2-150x150.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ჯგუფურ თაღლითობაში ეჭვმიტანილებს საბოლოო განაჩენი გამოუტანეს. სასამართლომ განსასჯელები: კონსტანტინე ლომიძე, მერაბ მაისურაძე და ლაშა გორგასლიძე დამნაშავედ ცნო სხვისი ქონების დიდი ოდენობით თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გორგასლიძეს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დანიშნული სასჯელიდან 1 წლის მოხდა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობითად, მაისურაძეს სასჯელის სახედ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო ლომიძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ამასთან, დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. განსასჯელებმა ლომიძემ და მაისურაძემ თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდენილ ბრალდებაში, ხოლო გორგასლიძემ სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული და თანამზრახველებიც ამხილა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა კონსტანტინე ლომიძე დაუკავშირდა მეგობრებს, მერაბ მაისურაძესა და ლაშა გორგასლიძეს და შეუთანხმდა, ნდობის ბოროტად გამოყენებით, თაღლითურად დაუფლებოდნენ მოქალაქეების კუთვნილ, დიდი ოდენობით ფულად თანხებს. ამ მიზნით, ლომიძემ და მაისურაძემ თედო შუბითიძესა და მის საქმიან პარტნიორებს, რომელთაც ორი მიწის ნაკვეთის შეძენა სურდათ 100 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ აღუთქვეს დახმარება. ამასთან, ისინი დაარწმუნეს რომ იყვნენ ,,ნაციონალური მოძრაობის~ ლიდერებთან დაახლოებული პირები, რაც მათ გაუადვილებდათ აღნიშნული საქმის მოგვარებას. ამ ხერხით კონსტანტინე ლომიძე, მერაბ მაისურაძე და ლაშა გორგასლიძემ თაღლითურად დაზარალებულებს საერთო ჯამში 100 000 აშშ დოლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიაყენეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts