Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გუდაურში დღეს გუდაურის საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია გაიმართება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/gudauri-150x150.jpgგუდაურში დღეს გუდაურის საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია გაიმართება.

 

 

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კლიპი ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დაკვეთით ამერიკულმა კომპანია Warren Miller-მა გადაიღო.

კომპანიამ ორი, 15 წუთიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო, მათგან გუდაურს, როგორც ზამთრის კურორტს შეეხება, მეორე კი – ‘ფრეე რიდე’ ფესტივალს. ამასთან გუდაურზე 30 წამიანი საიმიჯო კლიპიც დამზადდა. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სხვადასხვა უცხოურ არხზე აღნიშნული მასალის დისტრიბუციას გეგმავს.

 

 

პრეზენტაციის ფარგლებში, რომელიც სასტუმრო ‘გუდაურში’ გაიმართება, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ზამთარში განხორციელებული პროექტების ანგარიშს წარადგენს.

2010 წლის ზამთრის სეზონზე ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მთავარი პრიორიტეტები გუდაურის და ბაკურიანის პოპულარიზაცია და ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნაა. ასევე, 2010 წლის მთავარ პრიორიტეტად დასახელდა პროფესიული გადამზადების პროექტი სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარდა ამისა, დიდველის სათხილამურო ბილიკზე ვიდეოთვალი დამონტაჟდა, რომელიც ვებ-გვერდის მეშვეობით მუშაობს და მსურველს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ რეჟიმში იხილოს რა ხდება ადგილზე, როგორი ამინდია და რამდენად დატვირთულია კურორტი და მიიღოს სხვა ინფორმაცია.

პრზენტაცი სატუმრო “გუდაურში”Dდღეს 16:00 საათზე გაიმართება

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...