planetanews Posted April 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 9, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/sasamartlo3-150x130.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის გამო 7 პიროვნებას: ნოდარ ბეკურაშვილის, ნიკოლოზ ჯავახიძეს, ირაკლი იმნაძეს, თემურ ბერბიჭაშვილს, გიორგი სიხარულიძეს, გიორგი კობიძესა და ვასილ სეფაშვილს ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. სასამართლოს ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე გადაკეტილი ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი, რითაც აფერხებდნენ ტრანსპორტის მოძრაობას. საქალაქო სასამართლოს პრესამსახურის განცხადებით, მიუხედავად პოლიციის არაერთგზის კანონიერი მოთხოვნისა, გაენთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი, ადგილი ჰქონდა კანონიერი მოთხოვნისადმი ბოროტ დაუმორჩილებლობას და წინააღმდეგობის გაწევას. ასეთი ქმედება კი აკრძალულია `შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით. მოქალაქეებს სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად სახდელის სახით დაეკისრათ ჯარიმის გადახდა 400-400 ლარის ოდენობით. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts