Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - “ალიანსი სქართველოსთვის” დღეს “საქართველოს გზა” შეუერთდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/zurabishvili-salome1-150x150.jpg“ალიანსი საქართველოსთვის” დღეს პარტია “საქართველოს გზა” შეუერთდა.

 

 

ამის შესახებ, განცხადება დღეს პარტია “საქართველოს გზის” წევრებმა 9 აპრილის მემორიალთან გააკეთეს.

 

 

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადებით, ხელისუფლების შეცლის მიზნით მოხდა ორი პარტიის გაერთიანება.

 

 

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვუერთდებით ალიანსი საქართველოსთვის, ვინაიდან ეს არის ხვალინდელი ალტერნატივა. ჩვენ გვაქვს მსოფლმხედველობრივი თანხვედრა და ყველა ძირითად საკითხზე და აბსოლიტურად იდენტური მოსაზრებები”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

“ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით კი, მათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს და ისინი მიესალმებიან საქართველოს გზის ამ ნაბიჯს.

 

 

“21 წლის წინ ერი ერთსულოვანი იყო, მას მერე მე ისეთი ერთსულოვნება არც კი შემიმჩნევია. დღევანდელი დღე კი სიმბოლურია”,- განაცხადა ალასანიამ.

 

 

დღეს პარტიის წარმომადგენლები 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა პატივის მისაგებად შეიკრიბნენ.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ რა.

არც იდიოტივით დავწერ უფრო ცუდი მათთვის თქო :beach:

არც მეორე იდიოტივით აი ახლა გაიმარჯვეს თქო.

ისედაც ყველამ იცოდა რომ სალი მაგთკენ იყო :beach:

მაგრამ ასე თუ ისე მაინც რაღაც შედეგად აღქმულია :beach: ანუ სოზიმ ტყუილად არ ირბინას პონტში.

მე ისევ ჩემსას ვიტყვი.

ალიანსი+ ღიად გაცხადებული მხარდაჭერა ეროვნული ფორუმისგან და გრეჩიხასგან= ჯიჯის ჩახდას. დაჯE მაგდენს ვერ გაუყალბებენ :beach: .

 

ეს საბჭოები და ზინზიგურ-კობაიები უნდა დაიკიდონ ერთ ადგილზე და ეგაა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალიანსი+ ღიად გაცხადებული მხარდაჭერა ეროვნული ფორუმისგან და გრეჩიხასგან= ჯიჯის ჩახდას

ნოღა + გრეჩიხა = რესპების ჩახდას :D ჯიჯის ალბათ მაინც ვერ მოერევიან, თუ თოფაძე არ შეუერთდათ ან ლეიბორისტები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

ალიანსი+ ღიად გაცხადებული მხარდაჭერა ეროვნული ფორუმისგან და გრეჩიხასგან= ჯიჯის ჩახდას. დაჯE მაგდენს ვერ გაუყალბებენ .

 

ეს საბჭოები და ზინზიგურ-კობაიები უნდა დაიკიდონ ერთ ადგილზე და ეგაა...

+1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

planetanews

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადებით, ხელისუფლების შეცლის მიზნით მოხდა ორი პარტიის გაერთიანება.

 

 

რავი მე დადებითად ვაფასებ სალომეს ალიანსთან გაერთიანებას.იქით კი იცინიან ამ ქალზე,მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით მიშას ბევრ კამანდის წევრს ჩაისვამს ჯიბეში.

 

მე ის მიხარია დამატებით,რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას მეტი და მეტი პოლიტიკოსები თანხმდებიან მაისის ბოლომდე კიდევ დროა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ის მიხარია დამატებით,რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას მეტი და მეტი პოლიტიკოსები თანხმდებიან

მე კიდევ პირიქით. ეგ იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება კი არ იცვლება, გრძელდება 2013 -მდე და შემდეგ ჩანაცვლდება, კი არ შეიცვლება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

მე კიდევ პირიქით

 

შენ შენი აზრი გაქვს და მე მაგაზე პრეტენზია ვერაფრით ვერ მექნება,მაგრამ ჩამოგდებებმა არაფერი კარგი არ მოუტანა ჩვენს ქვეყანას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...