planetanews Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 "მანჩესტერ იუნაიტედმა" და მექსიკურმა "გვადალახარამ" ამ გუნდის მექსიკელი ფორვარდის ხავიერ ერნანდესის ინგლისის ჩემპიონების რიგებში გადასვლაზე შეთანხმებას მიაღწიეს. "იუნაიტედის" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, 21 წლის თავდამსხმელი ახალ გუნდს 1 ივლისს შეუერთდება, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში სამუშაო ვიზას მიიღებს. სერ ალექს ფერგიუსონის მტკიცებით, ერნანდესმა, რომელიც მექსიკის ჩემპიონატში გოლს გოლზე იტანდა, "მანჩესტერის" შეტევითი პოტენციალი უნდა გააძლიეროს. ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა არ სახელდება, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ გარიგების პუნქტი "მანჩესტერისა" და "გვადალახარას" შორის ამხანაგური მატჩის ჩატარებას გულისხმობს, ამავე დროს, ამ შეხვედრით მექსიკური გუნდის ახალი სტადიონი გაიხსნება, რომელიც 45 ათას მაყურებელს იტევს. ჩვენ კი გთავაზობთ "ეშმაკების" ახალი თავდამსხმელის ფოტოს და მცირე ვიდეომასალას. იხილეთ fanebi.com ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts