Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) რაფა:”ბევრი შეცდომა დავუშვით”


Recommended Posts

http://s51.radikal.ru/i132/1004/2b/32fcf6404c40.jpg

 

 

რაფა ბენიტესი ძალზედ განაწყენებულია ლივერპულის წარუმატებლობით იგი აცხადებს რომ წარუმატებლობა მისი და ფეხბურთელების ბრალია. მან ისევ ისაუბრა რადიოში და განაცხადა რომ ბენფიკასთან მათი დაცვა გაუვალი იქნება.

 

 

რაფა ბენიტესს უკვე ტრადიციად ჩამოუყალიბდა 10 წუთიანი ინტერვიუ რადიოში მათჩების წინ. როგორც მოგეხსენებათ გასულ კვირას მერსესაიდელებმა პორტუგალიაში მარცხი განიცადეს და დამარცხდნენ ანგარიშით 2:1. წითლებმა ვერც პრემიერლიგაში ივარგეს და ვერ მოახერხეს ბირმინგემის დამარცხება მათ ითამაშეს ფრე ანგარიშით 1:1, რამაც წითლები ძალზედ დააშორა ოთხეულს და ბევრის აზრით ისინი საბოლოოდ ჩამოაშორა.

 

 

ჟურნალისტი:”ძალზედ საინტერესოა რას უნდა ველოდოთ ლივერპულისგან ამ ღამით იქნება ეს შესანიშნავი ღამე ენფილდზე?

 

 

რაფა:”ვფიქრობ კი”. ”ძალიან რთული მატჩი გველის ბენფიკა ძალიან კარგი კლუბია, მას ევროპაში მოხვეჭილი აქვს სახელი საკმაოდ, პორტუგალიაში ხო ლაპარაკიც ზედმეტია მიუხედავად ამისა შესანიშნავი ღამე იქნება ჩვენთვის რომელიც ენფილდზე გაიმართება”.

 

 

ჟურნალისტი:”რას იტყვით მათ შემტევ ხაზთან დაკავშირებით მათ ყავთ საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები დი მარია, კარდოზო, აიმარი შეძლებენ ისინი მერსესაიდელების კარის აღებას”?

 

 

რაფა:”ძალიან რთული იქნება მათთან ჭიდილი მცველები მაქსიმალურად მოტივირებულები არიან, მე მათ ავუხსენი რა საფრთხეს შეიძლება უქმნიდნენ ისინი ლივერპულს, ვფიქრობთ მიუხედავად იმისა რომ 1:0 ზეც გავდივართ 1 ბურთის გატანა არ იქნება სასურველი”. ”ჩვენ ენფილდზე შესანიშნავად ვიტანთ გოლებს ეს ბოლო მატჩებში დავადასტურეთ და ვაპირებთ ბევრი გოლის გატანას”.

 

 

ჟურნალისტი:”როგორც მწრთვნელი შეგიძლიათ ფეხბურთელებზე დადებითი გავლენის მოხდენა იმდენად დადებითის რომ ამდენი იმედგაცრუების შემდეგ მათ ირწმუნონ თავიანთი თავის”?

 

 

რაფა:”რა თქმა უნდა 100 პროცენტით”. ”ყველა თამაშს მწრთვნელი თამაშობს სწორედ იგია შთაგონების წყარო ფეხბურთელების, რაც ხდება სტადიონზე და რასაც ფეხბურთელები აკეთებენ ეს ყველაფერი მწრთვნელის დამსახურებაა”. ”შეიძლება ზოგმა ფეხბურთელმა ითამაშოს ზოგმა ვერა, მაგრამ მწრთვნელი ყოველთვის მოტივირებული უნდა იყოს 100 პროცენტით”. ”უნდა გავაანალიზო დღევანდელი სიტუაცია კარგად რათა მომავალში საპრობლემო არ გახდეს ესა თუ ის შემტხვევა”.

 

 

ჟურნალისტი:”გითქვიათ თქვენი თავისთვის რომ შეცდით”?

 

 

რაფა:”დიახ მსგავსად ნებისმიერი ადამიანისა და მწრთვნელისა”.

 

 

ჟურნალისტი:”დაგიშვიათ დიდი შეცდომები”?

 

 

რაფა:”კი ხანდახან ვუშვებ ეს ბუნებრივიც არის შეუცდომელი ადამიანი არ არსებობს”.

 

 

ურნალისტი:”დაგიშვიათ გამოუსწორებელი შეცდომა”?

 

 

რაფა:”ვფიქრობ ყველა მწრთვნელი ცდება რაღაცაში”. ”ეხლა მე არ დავიწყებ მათ ჩამოთვლას რადგანაც ამას ვერასდროს მოვრჩები, ალბათ მთელი უბედურება იმაშია არ მაქვს მინიმალური თანხა იმისა შევიძინო ფეხბურთელები”. ”მიუხედავად იმისა რომ ახალი სისხლი გვჭირდება და ახალი ფეხბურთელები ის ფეხბურთელებიც ტრამვირებულები მყავდნენ რომლებიც უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბდნენ გუნდის შეუცვლელ ფიგურებას”.

 

 

ჟურნალისტი:”რას იტყვით ფერნანდო ტორესის შეცვლის შესახებ როგორც თქვენ განაცხადეთ იგი დაღლილობამ შეაწუხა და ამის შემდეგ განახორციელეთ მისი ცვლილება”?

 

 

რაფა:”აღარ ვფიქრობ რა მოხდა წარსულში, მთავარი ის არის იგი 100 პროცენტით ჯანმრთელია ახლა როგორც ფიზიკურად ისე მსიქოლოგიურად, მე მას ვესაუბრე დღეს და იგი მზად არის საბრძოლველად”.

 

 

ჟურნალისტი:”როგორც პროფესიონალი რას იტყვით როდესაც ფეხბურთელს თამაში სურს და იგი შეცვლილი იქნება მწრთვნელის მიერ?

 

 

რაფა:”ნებისმიერ ფეხბურთელს სურს ბოლომდე ითამაშოს, მწრთვნელი კი ყველაფერს უკეთ ხედავს, რაც შეეხება ფერნანდოს მომენტს იგი კარგად იყო მომზადებული და საკმაოდაც გაამწვავა მიუხედავად იმისა რომ ვერ შეძლო გოლების გატანა”. ”ჩვენ ამ მომენტზე არაერთხელ ვისაუბრეთ ერთმანეთში თუ რატომ იქნა განხორციელებული ეს ცვლილება”.

 

 

ჟურნალისტი:”მიუხედავად იმისა რომ თქვენ ფერნანდო შეცვალეთ ბევრი ამ გადაწყვეტილებამ შეაწრბუნა და გააწბილა კიდეც რას იტყვით”?

 

 

რაფა:”ყველამ სხვადასხვანაირად აღიქვა ეს ცვლილება ზოგს გაეცინა კიდეც, მაგრამ მე კარგად ვხედავდი რაც ხდებოდა და ვხვდები რომ სწორად მოვიქეცი ეხლა კი კონცენტრირებულები ვართ ევროპის ლიგაზე”.

 

 

ჟურნალისტი:”როგორ ფიქრობთ ევროპის ლიგაზე დღევანდელი მდგომარეობა ხელსაყრელია ლივერპულის ფეხბურთელებისთვის”?

 

 

რაფა:”ნუ ბუნებრივია მოგება ჯობდა, მაგრამ შესანიშნავია ეს ანგარიშიც გასვლაზე გავიტანეთ გოლი ეხლა ყველაფერს ენფილდი გადაწყვეტს ვფიქრობ ხელსაყრელია ნამდვილად”. ”ევროპის ლიგაც რაც შეეხება დიდი სიხარულია მოიგო ის, მაგრამ სჯობს ითამაშო ჩემპიონთა ლიგაზე მაგრამ თუ ამის შესაძლებლობა არ გაქ უნდა დაკმაყოფილდე იმით რაც გაგაჩნია და უნდა ეცადო მაქსიმუმის მიღწევას იქ სადაც ასპარეზობ”.

 

 

ჟურნალისტი:”როგორ ფიქრობთ ბენფიკას წინააღმდეგ როგორ იმუშავა მერსესაიდელთა დაცვამ”?

 

 

რაფა:”ვფიქრობ კარგად რთულია ითამაშო 10 ფეხბურთელით სამოცი წუთი იმ ატმოსფეროში, საბოლოოდ მაინც კარგი შედეგია თუ გავითვალისწინებთ უშუალოდ სტადიოზე რაც ხდებოდა”. ”ყველამ კარგად იცის სტუმრად გატანილი ერთი გოლი რამხელა უპირატესობას გვაძლევს”.

 

 

ჟურნალისტი:”გიყვართ ბრძოლა და ბრძოლობთ ყოველთვის”?

 

 

რაფა:”ყოველთვის ყოველთვის ვბრძოლობ და ვიბრძოლებ კიდეც”.

 

 

ჟურნალისტი:”როგორ ფიქრობთ ფანები დაგიდგებიან გვერდით ბენფიკასთან მატჩში”?

 

 

რაფა:”ეჭვიც არ მეპარება მათ იციან რომ ლივერპული ძლიერია და მათი დაფასების ღირსია მიუხედავად ყველაფრისა ამიტომაც ისინი აუცილებლად მოვლენ და დაუჭერენ მხარს ლივერპულის თითოეულ ფეხბურთელს”.

 

 

ჟურნალისტი:”როგორ ფიქრობთ მოიგებთ ბენფიკასთან”?

 

 

რაფა:”დღეს მატჩი ენფილდზეა ყველაფერი ნათქვამია ყველაფერს დრო გვიჩვენებს, მაგრამ დღეს ყველა ნახავს როგორ ითამაშებს ლივერპული კარგი კლუბის წინააღმდეგ”.

 

 

ჟურნალისტი:”წაგადგებათ ეს გამარჯვება იმაში რომ შეხვიდეთ ოთხეულში”?

 

 

რაფა:”აუცილებლად ეს იქნება მსიქოლოგიური მომენტი ამ გამარჯვებით ჩვენ რწმენა კიდევ უფრო მოგვემატება იმისა რომ შევძლებთ ოთხეულში შესვლას”.

 

 

ჟურნალისტი:”ბედნიერი მწრთვნელი ხართ ამ მომენტში”?

 

 

რაფა:”უკეთესშიც ვყოფილვარ, მაგრამ ყველაფერი უკეთ იქნება და დალაგდება”.

 

 

ჟურნალისტი:”რა პრობლემები გაქვთ გუნდთან დაკავშირებით”?

 

 

რაფა:”ყველა მწყობრშია გარდა შკრტელის აურელის კელის ინსუას და ბაბელის გარდა ისინი ვერ დაეხმარებიან ლივერპულს სამწუხაროდ, და მაქსი როდრიგესი რომელსაც არ აქვს ევროპის ლიგაზე ასპარეზობის და თამაშის უფლება”.

 

 

ჟურნალისტი:”რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მსაჯი დღევანდელ მატჩში”?

 

 

რაფა:”ბოლო მატჩიდან გამომდინარე ყველა ხვდება რამდენად მნიშვნელოვანიც იქნება იგი დღევანდელ მატჩში, იგი არ უნდა იყოს მიკერძოებული”.

 

 

”დაცვა იქნება ტიპიურად განსხვავებული გამოვცადე აგერი კარაგერი სხვადასხვა პოზიციებზე და ჯონსონიც საბოლოოდ ყველაფერს სტადიონზე ნახავთ”.

 

 

ინფორმაციის წყარო:liverpoolfc.tv

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...