planetanews Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 “მილანის” მცველმა ჯანლუკა ძამბროტამ განსაზღვრა ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან “ინტერი” და “ბარსელონა” და განაცხადა, რომ ბევრი რამე იქნება დამოკიდებული იქნება ლიონელ მესიზე და მას ექნება შესასრულებელი ურთულესი დავალებები. 22 წლის ფეხბურთელმა შეძლო გაეტანა 4 გოლი, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო მატჩში, არსენალის წინააღმდეგ. “მე ვთამაშობდი “ბარსელონაში” და ვიცი ისიც, რომ “ინტერი” გააკეთებს ყველაფერს, რათა მიაღწიოს წარმატებას ამ ორ მატჩში, თუმცა მე მჯერა, რომ “ბლაუგრანა” არის ფავორიტი.”- განაცხადა ძამბროტამ “Sky Sport”-თან. “მესი? მისი შეჩერება თითქმის შეუძლებელია.” ამავდროულად ის იმედოვნებს, რომ “როსონერი” შეძლებს წაართვას სერია A-ს სადავეები ინტერს. მისი სხვაობა ლიდერ ინტერთან მხოლოდ 3 ქულაა. “ჩვენ გვჯერა სკუდეტოს მოგების. ჯერ კიდევ 18 ქულაა დარჩენილი, გზა გრძელია და ჩვენ ვეცდებით ავიღოთ ქულების მაქსიმუმი ჩვენი ოპონენტებისაგან.”- დაასრულა ჯანლუკამ. წყარო:www.goal.com ავტორი: გელა ხუციძე. acmilan.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts