Jump to content
Planeta.Ge

acmilan.ge ჩემპიონობის კარგი შანსი გვაქვს


Recommended Posts

“რომას” კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ ისაუბრა მისი კლუბის ჩემპიონობის შანსებზე, აი რა განაცხადა მან: “ჩემ გუნდს ხელეწიფება სკუდეტოს მოგება, უახლოეს ტურში “ატალანტასთან” გამარჯვება ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. თუ 3 ქულას მოვიპოვებთ, ჩემპიონობის შანსებს შევინარჩუნებთ. ძალიან გვსურს ოცნების ასრულება და სკუდეტოს მოგება. თუ გავიხსენებთ სეზონის სტარტს, მივხვდებით, რომ ამ მიზნის მისაღწევად კოლოსალური სამუშაო გავწიეთ. ამჟამად, ძალიან კარგი შანსი გვაქვს პირველ ადგილზე გასასვლელად და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ მიზნის მისაღწევად.”

 

 

პ.ს: მოკლედ, ამდენი ხნის შემდეგ, წელს პირველად ვიხილეთ ასეთი დაძაბული ჩემპიონატი, როდესაც ერთდროულად 3 გუნდი იბრძვის ჩემპიონობისათვის. იმედია, არ გამართლდება ტოტის განცხადება და წელს ნანატრს სკუდეტოს მოვიპოვებთ.

 

 

წყარო: www.corrieredellosport.it

ავტორი: m1shka_rossoneri

 

 

 

 

acmilan.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...