Jump to content
Planeta.Ge

იუვენტუსის ფან კლუბი- იუვენტუსის გულშემატკივრები შესაძლოა არ დაუშვან სან სიროზე


Recommended Posts

http://image.geotorrents.ge/images/17fijsobjt458dvktxh5.jpg  ტურინის იუვენტუსის ტიფოზერია ინტერთან შეხვედრის დღეს გეგმავს ფართო მასშტაბიან საპროტესტო აქციას , მაგრამ შესაძლოა მათ ვერ მოახერხონ თავად შეხვედრაზე დასწრება , რადგან თუ იქნა რაიმე საფრთხე შემჩნეული ორგანიზატორების მხრიდან მათ აქვთ უფლება არ შეუშვან გულშემატკივრები . დერბი დ'იტალია გაიმართება პარასკევს 16 აპრილს სან სიროს სახელობის სტადიონზე . მოარული ხმების თანახმად ამ მატჩზე შეუშვებენ ინტერის იმ ქომაგებს რომლებსაც მთლიანი სეზონის აბონიმენტები გააჩნიათ და ასევე იმათ ვისაც აქვთ ფანების პასპორტი . ვინაიდან ტურინის იუვენტუსისი ხელმძღვანელობამ მიმდინარე სეზონში ეს მოწმობა არ გამოუშვა ბიანკონერის ტიფოზებს შანსი მოხვედრის ძალიან მცირე აქვთ ამ უპრინციპულეს დაპირისპირებაზე . ბებერი ქალბატონის გულშემატკივრები აპირებენ სან სიროს გარშემო გამართონ საპროტესტო აქცია რამაც შესაძლოა უფრო მეტი პრობლემა შექმნას ვიდრე მაშინ თუ ისინი უშუალოდ სტადიონზე იქნებიან . ამასთანავე ისინი აპირებენ აქციის გამართვას კვირას კალიარისთან შეხვედრის პერიოდში . შესაძლოა ამ მატჩში ტრიბუნები ცარიელი იყოს რადგან იტალიის 29 გზის ჩემპიონის ერთ ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფან კლუბმა Drughi ყველა იუვეს ტიფოზს მოუწდა არ მივიდნენ სტადიონზე .

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...