Jump to content
Planeta.Ge

acmilan.ge სამი გუნდის ბრძოლა


Recommended Posts

დიახ, ეს ბრძოლაა… ბრძოლაა სამ კლუბს შორის სერია A-ს პირველობისთვის, თასის და ოქროს მედლებისათვის. ტურნირი უკვე კულმინაციას აღწევს სხვაობა ამ სამ გუნდ შორის ძალიან მცირეა. ჩემიონატს “ინტერი” ლიდერობს 66 ქულით, მას “რომა” ჩამორჩება 1 ქულით, ხოლო “რომას”  “მილანი” 2 ქულით , ჩემპიონატის ლიდერ “ინტერს”  კი 3-ით. ასე, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და ამ სამიდან ნებისმიერს შეუძლია კალჩოს მოგება. მაშ ასე საიტზე ხშირად სვამენ კითხვას, თუ რომელ გუნდებთან აქვთ დარჩენილი სათამაშო ამ სამს (”მილანი”;”რომა”;”ინტერი”) და მე ამ სტატიაში შემოგთავაზებთ სამივე გუნდის დარჩენილ მატჩებს და იმას, თუ რომელ რიცხვში გაიმართება ესა თუ ის შეხვედრა.

 

 

“მილანი”-  ”კატანია”(სახლი 11.04.2010); “სამპდორია”(გასვლა 18.04.2010); “პალერმო”(გასვლა 24.04.2010); “ფიორენტინა” (სახლი 02.05.2010); “ჯენოა” (გასვლა 09.05.2010); “იუვენტუსი” (სახლი 16.05.2010).

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/ac_milan2.gif

 

 

“რომა”-  ”ატალანტა”(სახლი 11.04.2010); “ლაციო” (გასვლა 18.04.2010); “სამპდორია”(სახლი 25.04.2010); “პარმა”(გასვლა 02.05.2010); “კალიარი” (სახლი 09.05.2010); “კიევო”(გასვლა 16.05.2010).

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/roma_logo.jpg

 

 

“ინტერი”- “ფიორენტინა”(გასვლა 10.04.2010); “იუვენტუსი” (სახლი 16.04.2010); “ატალანტა” (სახლი 24.04.2010) “ლაციო”(გასვლა 02.05.2010); “კიევო” (სახლი 09.05.2010); “სიენა” (გასვლა 16.05.2010).

 

 

http://acmilan.ge/wp-content/uploads/2010/04/logo_inter.jpg

 

 

ესეიგი მთავარია ჩვენ (”მილანმა”)  ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ  და “ინტერმა” და “რომამ” დიდი შანსია ქულები დაკარგონ.”ინტერს” დამატებითი თამაშები აქვს  ჩემპიონთა ლიგაზე. ინტერს უმძიმესი მატჩი ექნება შემდეგ ტურში ისინი გასვლაზე დაუპირისპირდებიან “იებს” და შეიძლება ქულებიც დაკარგოს. “იუვემაც” შეიძლება რაღაც წინააღმდეგობა გაუწიოს, ასევე გაუძნელდებათ 3 ქულის აღება ლაციოში და ასევე შეიძლება ქულები დაკარგონ “სიენასთანაც”, იმის გათვალისწინებით, რომ წინა მატჩი ამ გუნდებს შორის, რომელიც გაიმართა “სან-სიროზე” “სიენა” იგებდა და მხოლოდ დამატებით დროში მოახერხეს 3 ქულის აღება. “სიენა” გავარდნის კანდიდატია და ყველაფერს გააკეთებს ამ მატჩის მოსაგებად.

 

 

ადვილი თამაშები არც “რომას” აქვს, თუმცა “მილანთან” და “ინტერთან” შედარებით ნამდვილად ადვილებია.  რეალური თამაშები სადაც შეიძლება “რომამ” ქულები დაკარგოს ქულები არის “პარმა” და “ლაციო” (ორივე გასვლა). ასევე შეიძლება ქულები დაკარგონ “ატალანტასთანაც”, ეს უკანსკნელი გასავარდ ზონასთან ახლოსაა და ბოლომდე იბრძოლებს.

 

 

ავტორი: გ.

 

 

 

 

 

 

acmilan.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...