planetanews Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 პრიმავერას ფეხბურთელი, პრიმავერას კაპიტანი, პრიმავერას დაცვის ლიდერი-ეს ყველაფერი ერთი ადამიანია. სამი ერთში ანუ სიმონე რომანიოლი. მას დაუკავშირდნენ MilanNews.it-ის კორესპონდენტები. -გამარჯობა, სიმონე. მზად ხართ სეზონის ბოლო მატჩებისთვის?-უსათუოდ. ახლა ვემზადებით “ალბიონლეფესთან” გასამართი მატჩისთვის, შემდეგ კი იტალიის თასის ფინალის განმეორებითი შეხვედრა “პალერმოსთან”. -თქვენ ხართ პრიმავერას კაპიტანი, ეს ახდენს თქვენზე ზეწონას?-ვგრძნობ პასუხისმგებლობას. ეს მეხმარება უკეთ თამაშში. -როგორ აფასებთ თქვენ შანსებს “პალერმოსთან”?-ჩვენ გვაქვს დიდი შანსი. პირველი მატჩი იყო ძალიან რთული. თუ დავიწყებთ მატჩს დავდაჯერებულად, ყველაფერი გამოგვივა, მაგრამ იმის აღნიშვნაცაა საჭირო, რომ “პალერმო” რთული მეტოქეა. -შენი მეგობრები მოვლენ ფინალზე?-მეიმედება. ყოველ შემთხვევაში მე ყველა მოვიწვიე. -თასის მოგება თქვენთვის მნიშვნელოვანია? -დიახ. ჩვენ ფანებს უკვე 25 წელია არ უნახავთ თასი ჩვენს ხელში. მაგრამ მოგება ფანების გარდა ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. -როგორ აფასებთ სტროპას მუშაობას?-მისტერ სტროპა კარგი ადამიანია, მაგრამ ის კარგი მწვრთნელიცაა. გახარებულნი ვართ, რომ ის სწორედ ჩვენ გვრწთნის, ის დიდ სამუშაოს ასრულებს. -ამ სეზონში თქვენი თავდასხმა კარგად გამოიყურება. -დიახ, ბიჭები კარგად თამაშობენ. ძიგონი და ბერეტა ახლა კარგად არიან, მაგრამ შუაში მათ მორიგი ტრავმა მიიღეს. -ამ სეზონში თქვენც გაიტანეთ.-ამ სეზონში გავიტანე ორი გოლი, იმედი მაქვს კიდევ გავიტან. მაგრამ უპირველესად ისინი(მგონი ძიგონის და ბერეტას გულისხმობს-ავტ.) არიან საჭიროები გუნდისთვის. -სად გააგრძელებთ კარიერას?-ჯერ არ ვიცი. სეზონის ბოლოს განვიხილავ ამ საკითხს აგენტთან და “მილანის” ხელმძღვანელობასთან ერთად. ვოცნებობ პირველ გუნდში თამაშზე. წყარო სტატიის ავტორი: FORZA-MILAN acmilan.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts