planetanews Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები ხვალ დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაეგებენ და ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს აღნიშნავენ. დეპუტატები 9 აპრილის მემორიალთან 11:45 საათისათვის შეიკრიბებიან. შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ეროვნული მოძრაობის მიერ ორგანიზებული ანტისამთავრობო მშვიდობიანი აქცია საბჭოთა არმიის სპეციალურად გაგზავნილი სადესანტო შენაერთის მიერ სასტიკად იქნა დარბეული. ოპერაციის შედეგად 20-მდე მომიტინგე დაიღუპა, ხოლო დასახიჩრდა და მოიწამლა აქციის რამდენიმე ასეული მონაწილე.http://www.epn.ge/wp-content/uploads/parlamenti-31-150x127.jpg1991 წლის 9 აპრილს კი საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და უზენაესმა საბჭომ ,,საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი~ მიიღო. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts