Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ბაკიევი: ყირგიზეთიდან არ წავსულვარ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/bakiev-150x150.jpgყირგიზეთის პრეზიდენტი ყურმანბექ ბაკიევი მის მიერ ქვეყნის დატოვების ინფორმაციას უარყოფს.

 

 

ამის შესახებ ბაკიევმა რადიო “ეხო მოსკვის” პირდაპირ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ის ამჟამად ყირგიზეთის სამხრეთ რეგიონში იმყოფება.

 

 

ბაკიევმა აღნიშნა, რომ იგი დამარცხებას არ აღიარებს, თუმცა თავის ხალხთან ომს არ აპირებს.

 

 

ოპოზიციის ქმედებებს მან “ვაკხანალია” უწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანაში მომხდარი მოვლენები გარე ძალების დახმარების გარეშე არ განხორციელდებოდა.

 

 

ბაკიევმა “გარე ქვეყანა” არ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ მთავრობა მომხდარი მოვლენებისთვის მზად არ იყო.

 

 

პრეზიდენტმა ისიც დაამატა, რომ ქვეყნის მართვას განაგრძობს, თუმცა საუბარში მას არ დააკონკრეტებია, როგორ აპირებს ძალაუფლების დაბრუნებას.

 

 

გამოცემა “ფერგანა.რუ”-ს ინფორმაციით, ყირგიზეთის პრეზიდენტი ამ დროისთვის სოფელ მარკაიში იმყოფება და მას შეიარაღებული დაჯგუფებები იცავენ. სოფელში ბაკიევის ნათესავების დახმარებით შტაბი შეიქმნა.

 

 

ბოლო ინფორმაციით, პრეზიდენტთან ერთად მისი ძმები ამხათი და ჯანიში იმყოფებიან. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ უახლოეს დროში ყირგიზეთის პრეზიდენტი ტელევიზიის პირდაპირ ეთერით ხალხს მიმართავს.

 

 

საპროტესტო აქციები ყირგიზეთში 6 აპრილს დაიწყო. არეულობების შედეგად 75 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დაშავდა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...