planetanews Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/gamsaxurdia10-150x150.jpgცოტნე გამსახურდიას განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები მას 2 მილიონ დოლარს სთავაზობდნენ იმისთვის, რომ ზვიად გამსახურდიას ნეშტის გადმოსვენება პიარ-აქციად ექციათ. ამის შესახებ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამსახურდიამ თავის საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა. მისი განმარტებით, ამაში აქტიურ მონაწილეობას მისი ძმაც ღებულობდა. “8 თვიანი წვალების და მცდელობის შემდეგ, მოვახერხე მამაჩემის ნეშთის გადმოსვენება სამშობლოში, ამას თუ სამშობლო ჰქვია. იმ დროიდან რაც თბილისში დავბრუნდი, ჩემთან ვაჭრობა დაიწყეს. 2 მილიონ დოლარს მთავაზობდნენ, რათა მამაჩემის გადმოსვენება პიარ-აქციად ექციათ. მე მათთან ვაწრობას არ დავთანხმდი,”- განაცხადა გამსახურდიამ. ექს-პრეზიდენტის შვილი ამბობს, რომ, სწორედ ამ ამბებს მოჰყვა მის წინააღმდეგ ჭორების გავრცელება რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ, რაც მისი განმარტებით, ხელისუფლების ქმედებით იყო გამოწვეული. “ე.წ სატელეფონო ჩანაწერებში მე გამოვხატე ჩემი აზრი. მართალია, ეს არაკორექტულად იყო, მაგრამ ეს ჩემი პირადი საუბრები იყო და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის შესახებ მოწოდებას არ შეიცავდა. ამ ყველაფრით კი ჩემი უფლებები შეილახა,”- აღნიშნა გამსახურდიამ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას დღეს 9 წელი და 6 თვე შეუფარდა. გამსახურდიამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნეგამსახურდია, 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას მოქალაქე დავით ბაჯელიძის დაჭრაში ადანაშაულებენ. გამსახურდიას ბრალი განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წაუყენეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts