Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გამსახურდია: ნაციონალური მოძრაობიდან სამეგრელოს გუბერნატორობა შემომთავაზეს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/gamsaxurdia11-150x150.jpgცოტნე გამსახურდიას განცხადებით, 2004 წელს მას ნაციონალური მოძრაობის მესვეურებმა სამეგრელოს გუბერნატორობა შესთავაზეს.

 

 

ამის შესახებ გამსახურდიამ დღეს საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე, საბოლოო სიტყვის დროს განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ე.წ. ვარდოსნებმა სწორედ მას შემდეგ დაიწყეს მისი ათვალისწუნება.

 

 

“2004 წელს ნაციონალურმა მოძრაობის მესვეურებმა სამეგრელოს გუბერნატორობა შემომთავაზეს. მე ამ წინადადებაზე 2 მიზეზის გამო ვთქვი უარი. პირველი,- ჩემთვის ნათლად ჩანდა პოსტრევოლუციური ხელისუფლების კურსი და მოქმედებები და მეორეც,- მე ჩემი დამოკიდებულება გამაჩნია სახელმწიფო სამსახურის მიმართ”,- განაცხადა გამსახურდიამ.

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას დღეს 9 წელი და 6 თვე შეუფარდა. ცოტნე გამსახურდიამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო.

 

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე

გამსახურდია, 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას მოქალაქე დავით ბაჯელიძის დაჭრაში ადანაშაულებენ. გამსახურდიას ბრალი განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წაუყენეს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...