planetanews Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/SHENOBEBI2-150x150.jpgთბილიის საქალაქო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას განაჩენზე კომენტარი სასამართლოს პრეს-სპიკერმა ეკა არეშიძემ გააკეთა. მისი განცხადებით, სასამართლომ გამსახურდია დამნაშავედ ცნო დავით ბაჯელიძის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში. დანაშაულთა ეთობლიობით სასამართლომ გამსახურდიას სასჯელი 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პრეს-სპიკერის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო, თუმცა სასამართლოს მიერ გამოკვლეული და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით მისი ბრალეულობა იქნა დადასტურებული. სასამართლომ გამსახურდია დამნაშავედ სცნო, სსკ-ის 236-ე მუხ I და მე-2 ნაწ, 19,108-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნეგამსახურდია, 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას მოქალაქე დავით ბაჯელიძის დაჭრაში ადანაშაულებენ. გამსახურდიას ბრალი განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წაუყენეს, იგი ბრალდებებს უარყოფს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts