planetanews Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 როგორც calcionews.net იტყობინება TMW- ზე დაყრდნობით “მილანის” სპორტულმა დირექტორმა არეიდო ბრაიდამ უარყო ის ხმები, რომ “როსონერი” ცდილობს გერმანიის “შტუტგარტის” თავდამსხმელის კაკაუს გადმოყვანას გუნდში. მისი სიტყვებით “მილანი” უბრალოდ არ არის დაინტერესებული გერმანელი თავდამსხმელის შეძენით. “ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა შეესაბამებოდეს სიმართლეს. ეს ყველაფერი არის უბრალოდ გამოგონილი. მე არ შემიძლია სხვა რამის თქმა ამის შესახებ.” ბევრი ინგლისური და ესპანური კლუბები ბრძოლობენ გერმანელი 29 წლის ფეხბურთელის გადაბირებისთვის, თუმცა განსაკუთრებულ ინტერესებს კაკაუს მისამართით იჩენენ “ვალენსია” და “ბოლტონი”. შეგახსენებთ, რომ მისი კარიერის განმავლობაში კაკაუ არასდროს არ ყოფილა გოლეადორი. ამ სეზონში გერმანიაში მან გაიტანა 8 გოლი, 20 თამაშში, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ ერთი(ბარსელონა). წყარო: www.fanacmilan.com ავტორი: გელა ხუციძე. acmilan.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts