planetanews Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 “პალერმოს” პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი ვერ ხედავს “მილანს” სერია ა-ს მოგების ფავორიტებში-წერს calcionews.net Radio Kiss Kiss-ის დამოწმებით. სამი ტურის შემდეგ “როზანერო” ეთამაშება “მილანს”, მაგრამ სიცილიელთა გუნდის პრეზიდენტი სულაც არ ღელავს ამის გამო და ძალიან მშვიდადაა. “დარჩენილ ექვს შეხვედრაში მე ყველაზე ნაკრებად მაღელვებს “როსონერისთან” ჩასატარებელი მატჩი. ყველა დარჩენილი მოწინააღმდეგე ბრძოლაზე დამუხტულია, მაგრამ “მილანს” არ შესწევს ძალა იბრძოლოს სკუდეტოსთვის და გაუწიოს წინააღმდეგობა “რომასა” და “ინტერს”.-აცხადებს ძამპარინი. აქვე მოგახსენებთ, რომ დარჩენილ ტურებში აქვს სათამაშო შემდეგ გუნდებთან: “კიევოსთან” სახლში 11 აპრილს, “კალიარისთან” გასვლა 18 აპრილს, “მილანთან” სახლში 24 აპრილს, “სიენასთან” გასვლა 2 მაისს, “სამპდორიასთან” სახლში 9 მაისს და “ატალანტასთან” სტუმრად 16 მაისს. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში “პალერმომ” ანგარიშით 2-0 დაამარცხა “მილანი”. წყარო 1 <a href="http://goal.com/en/teams/italy/143/palermo">წყარო 2 სტატიის ავტორი: FORZA-MILAN acmilan.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts