planetanews Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 გაზეთ „რეზონანსის“ სტატიაში სათაურით „ერთია, რას ამბობენ გარეთ და მეორეა, რას ამბობენ შიდა საუბრებისას / „გამარჯვების ფორმულის“ ძიების პირველი ეტაპი დასრულდა“ სოზარ სუბარი ამბობს: „კონსულტაციები წარმატებულია თუ წარუმატებელი, ამაზე ჯერ ადრეა საუბარი. მთლიანობაში ყველას მხრიდან ძალიან მაღალი ინტერესი იყო. ბუნებრივია, რომ ამ თანხმობის პროცესში ყველას სურს მისი ინტერესი იყოს დაკმაყოფილებული. თუმცა ამის მიუხედავად ყველას აქვს გასიგრძეგანებული ამ თანხმობის აუცილებლობა. ყველაში ვგულისხმობ იმ ძალებს, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ ოპოზიციას და არა იმათ, ვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ აფინანსებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გადაილახება ის პირადი ამბიციები, თუ ის ვალდებულებები და ბარიერები, რამაც ამ მოლაპარაკებების დროს პარტიებს შორის ურთიერთობებში იჩინა თავი. ამ ეტაპზე დასრულდა ეს მოლაპარაკებები და გაგრძელდება თუ არა, ეს დამოკიდებული იქნება პარტიებს შიგნით მოლაპარაკებებზე. ჩვენც „ალიანსში“ დავსხდებით, ირაკლი ალასანიაც ჩამოვა ამაღამ, გავაანალიზებთ იმ წინადადებებს, რაც ითქვა ამ შეხვედრებისას და კიდევ ერთხელ გადავხედავთ, რამდენად არის შესაძლებელი შეთანხმება“. „თუ ყველა მხარე ჩავთვლით, რომ ამ მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი არ აქვს, მაშინ გაგრძელდება. წინააღმდეგ შემთხვევაში - არა და ყველა ვივლით ჩვენ-ჩვენი გზით ისე, როგორც აქამდე დავდიოდით... ლეიბორისტებს ეს საკითხი არ ეხებათ, რადგან ისინი პატიოსნად ამბობენ, რომ არ მონაწილეობენ არჩევნებში. რაც შეეხებათ პრაიმერისტებს, მათ ძალიან კარგად იციან, რომ შეთანხმება საჭიროა, იმის მიუხედავად, თუ რას აცხადებენ ჟურნალისტებთან საუბრისას. ისიც კარგად იციან, რომ არჩევნებამდე ბევრი დრო არ დარჩა. ასე რომ, მოვა 31 მაისი და თუ დღეს ვინმეს ილუზია აქვს, რომ უმრავლესობას მოიპოვებს საკრებულოში, არჩევნების მერე თქვენ. ჟურნალისტები მაინც შეახსენებთ მათ ამ ყველაფერს. თუმცა მაინც გეტყვით, რომ ერთია, რასაც ამბობენ გარეთ და მეორეა, რას ფიქრობენ შიდა საუბრებისას“. „რაც შეეხება ირაკლი ალასანიას კანდიდატურას, მართლა ვამბობ, რამდენიც უნდა იძახონ, რომ შევთანხმდეთ კანდიდატის გამოვლენის წესზეო, მაინც ყველამ იცის, რომ ამ ეტაპზე ალასანიას აქვს გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი. ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვიდრე ალასანია არ ჩამოვა. ჩვენ როცა ირაკლის ვამბობთ, ეს არის არა ახირება, რომ ის ჩვენია და ამიტომ უნდა მერობის კანდიდატი. უბრალოდ ფაქტია, რომ მას აქვს ყველაზე მაღალი შანსი და რეიტინგი. თუ არ მოხდა შეთანხმება, გამოჩნდა ორი თვის მერე, მართალს ვამბობთ თუ არა. ეს იქნება ყველაზე დიდი პრაიმერი და ყველაზე დიდი გამოკითხვაც. დავინახავთ ამას ყველა, უბრალოდ, მერე შეიძლება გვიან იყოს“. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts