planetanews Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 ამის შესახებ „ალიანსის“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მის თანათავმჯდომარეებთან შიდა კონსულტაციების დაასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „ჩვენ განვიხილეთ იმ კონსულტაციების შედეგები, რომელსაც სოზარ სუბარი ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციურ ძალებთან აწარმოებდა და დავასკვენით, რომ ამ ეტაპზე ჩვენ პოზიციათა თანხვედრა სალომე ზურაბიშვილთან გვაქვს, რომელთანაც კონსულტაციებს გავაგრძელებთ. დანარჩენ ძალებთან შეთანხმება ვერ მოხერხდა. სწორედ ამის გამო ალიანსი კონსულტაციებს დასრულებულად აცხადებს. ეს იყო კონსულტაციები, რომელიც ალიანსს საზოგადოებასთან პირნათლად აქცევს, ვინაიდან ალიანსმა ყველა გზა სცადა, რათა საერთო საქმისთვის სასარგებლო შეთანხმება ყოფილიყო მიღწეული“. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts