Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გოგა ხაჩიძემ დაბა ჩაქვში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/xachidze1-150x150.jpgგარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე აჭარის რეგიონს სტუმრობდა, სადაც მდინარე ჩაქვისწყალზე მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა.

 

 

ქობულეთის რაიონში, დაბა ჩაქვში, მდინარე ჩაქვისწყალის მარჯვენა ნაპირზე საავტომობილო და სარკინიგზო ხიდებს შორის არსებულ ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი ნაგებობის პროექტი განხორციელდა.

 

 

როგორც ხაჩიძემ განაცხადა, მოსახლეობისა და საკარმიდამო ნაკვეთების დასაცავად მოეწყო ნაპირდამცავი დამბა, საერთო სიგრძით 383 მ. მდინარის ერთ ნაპირზე სამუშაოები დასრულებულია, მეორე სანაპიროზე კვლავ მიმდინარეობს.

 

 

“სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ნიუ-ენერჯი”–მ შეასრულა. ნაპირდამცავი ნაგებობის მშენებლობაზე 200 ათას ლარამდე დაიხარჯა. ნაპირსამაგრი სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, აქაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. მოსახლეობა ძალიან შეწუხებული იყო ჩაქვისწყლის ადიდების გამო, მიმდინარეობს ორივე ნაპირის გამაგრება, ერთი ნაპირი უკვე მორჩა და მალე მთლიანად დასრულდება აქ ნაპირსამაგრი სამუშაოები.“ – განაცხადა ხაჩიძემ.

 

 

2010 წელს ნაპირსამაგრი სამუშაოები საქართველოს ყველა რეგიონში გაგრძელდა და გასულ წელთან შედარებით უფრო მასშტაბური სახე მიიღო.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...