planetanews Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/parlamenti02-150x150.jpgპარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საქართველოს სრულუფლებიანი ელჩების პოსტებზე კანდიდატურები დაამტკიცა. ესპანეთის სამეფოსა და ანდორის სათავადოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა ნიკოლოზ ნათბილაძე. ნათბილაძეს 2009 წლის დეკემბრიდან დღემდე დაკავებული აქვს ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა. ირანისა და პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა გიორგი ჯანჯღავა. გიორგი ჯანჯღავა 2009 წლიდან დღემდე არის ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. დანიისა და ნორვეგიის სამეფოებში და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა დავით კერესელიძე. დავით კერესელიძეს 2006 წლიდან დღემდე დაკავებული აქვს დანიისა და ნორვეგიის სამეფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტს აღნიშნული კანდიდატურები გასულ კვირას უნდა დაემტკიცებინა, თუმცა სხდომას ელჩის კანდიდატურები არ ესწრებოდნენ, რის გამო პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ პროეტესტი გამოთქვა და მათი დამტკიცების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა. მოგვიანებით, კი ბიუროს საგარეო უწყებამ თხოვნით მიამრთა, რომ ელჩები სხდომათა დარბაზში მათი დასწრების გარეშე დაემტკიცებინათ, რადგან აღნიშნული პირები სამუშაოს მივლენილ ქვეყნებში ასრულებენ, მათი საქართველოში ჩამოსვლა კი ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts