planetanews Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი დღეს http://www.epn.ge/wp-content/uploads/ceretelii1-150x150.jpgგაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფიულეს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ წერეთელმა განაცხადა, მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს. წერეთლის თქმით, ფიულემ რომელიც პასუხისმგებელია გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის დარგში, მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ და აღნიშნა, რომ ევროკავშირი აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს ქვეყანასთან. დეპუტატის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში გატარდება ის ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას, გააუმჯობესებს სავაჭრო პრეფერენციებს და აქტიურ ფაზაში გადაიყვანს ეკონომიკურ თანამშრომლობას. ამასთან, პარლამენტში სტუმრობამდე ევროპელმა დიპლომატმა შეხვედრები არასაპარლამენტო ოპოზიციასთანაც გამართა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts