Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) “ლივერპული” – “ბენფიკა” ფაქტები


Recommended Posts

http://images.geotorrents.com/images/lmrdqr3nax8pnqkkd0z.jpgგთავაზობთ აღნიშნული დაპირისპირების საინტერესო ფაქტებს და სიახლეებს.

 

 

მიმდინარე გათამაშებაში “ლივერპულს” უტიტულოდ დარჩენა თუ არ სურს, პორტუგალიური ბარიერი აუცილებლად უნდა დასძლიოს. მერსისაიდელებს ევროპის ლიგის მოგების შანსიღა დარჩათ, მაგრამ ჯერ “ბენფიკასთან” ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა და 1/2 ფინალში გასვლაა საჭირო. პორტუგალიაში გამართულ შეხვედრაში, ბენიტესის გუნდი მე-9 წუთზე აგერის მიერ გატანილი გოლით კი იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში კარდოსოს ორმა ზუსტმა თერთმეტმეტრიანმა გამარჯვებული “ბენფიკა” დატოვა.

 

 

ერთი კვირის წინ გამართული მატჩის ჩათვლით, გუნდები ერთმანეთს 9-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც პირველი 5 მატჩი “ლივერპულმა” მოიგო, ბოლო 4 კი – “ბენფიკამ”.

 

 

მიმდინარე გათამაშების 5 მატჩში “ლივერპულს” 8 გოლი აქვს გატანილი. 4 პირველ ტაიმებში და ამდენივე მეორეში. შიდა ასპარეზზე კვლავ არასტაბილურად ასპარეზობენ “წითლები”. ბოლო 7 მატჩში მერსისაიდელთა ყოველ მოგებას ქულების დაკარგვა მოჰყვება. ასე მოხდა წინა ტურშიც, როდესაც “ლივერპული” “ბირმინგემს” დაუზავდა გასვლაზე. რაც შეეხება ბენფიკას, მან პორტუგალიის ჩემპიონატში ზედიზედ მე-6 თამაში მოიგო და გათამაშებას კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს.

 

 

რაფა ბენიტესს დღეს, დისკვალიფიცირებული ბაბელის და ინსუას გარეშე მოუწევს თამაში. შეხვედრას ჰოლანდიელი ბიორნ კუიპერსი განსჯის(რომელიც, იმედია შვედი იონას ერიქსონის მსგავს შეცდომებს არ დაუშვებს). კუიპერსის მონაწილეობით გამართულ შეხვედრაში ორივე გუნდს აქამდე თითოჯერ უთამაშია. “ლივერპულმა” მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “დებრეცენი” გასვლაზე 1:0 დაამარცხა. “ბენფიკამ” კი, უეფას თასის ბოლო გათამაშების პირველ ეტაპზე “ნაპოლისთან” გასვლაზე 2:3 წააგო.

 

 

ს” ს 22:00 თ.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...