Jump to content
Planeta.Ge

acmilan.ge წლევანდელი ლიგა და მისი მომავალი


Recommended Posts

კი გამოვარდა “მილანი” ჩემპიონთა ლიგიდან, თუმცა ამ ევროპის (და მე ვიტყოდი, რომ მსოფლიოს) უპრესტიჟულესი ტურნირის თვალის დევნება ჩვენი საყვარელი გუნდის გულშემატკივრების დიდ ნაწილს არ შეუწყვეტიათ. მართალია, ჩვენთვის წელს ლიგამ დაკარგა ხიბლი, სილამაზე, დაკარგა “მილანი”, და ამის გამო ბევრი “როსონერის” გულშემატკივარი ბოიკოტსაც კი შეიძლება უცხადებდეს 2009-2010 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგას, რომლის ფინალიც მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა. და ასეთ დღეში არიან “ლივერპულის”, “იუვენტუსის” და “რეალის” ფანები. ამ ოთხი გრანდის გამოვარდნას გუშინწინ და გუშინ კიდევ ორი დაემატა : ჯერ ის იყო და, “არსენალმა” მესისთან “კამპ ნოუზე” წააგო მატჩი 4-1 და გამოვარდა - მართალია, “ბარსელონა” საუკეთესო გუნდია ამჟამად ევროპაში და მსოფლიოში და ასევე უმაღლესი კლასის ფეხბურთელები თამაშობდნენ, თუმცა სულაც არ ვიქნებით არასწორები, თუ ვიტყვით, რომ “არსენალმა” მესისთან წააგო და ამ გვარზე გავამახვილებთ ყურადღებას. მეორე გრანდის გულდაწყვეტილი გულშემატკივრები კი საკმაოდ მოულოდნელად აღმოჩნდენ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანები, რომლებმაც საკუთარ მოედანზე კი იხილეს “ბაიერნის” დამარცხება, მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო ის, რისი ნახვაც “ოცნების თეატრში” მიაყენებდა “მანიუს” ფანებს სიამოვნებას. ნეიტრალურ (ამ ორ გუნდს შორის) ფეხბურთის გულშემატკივრებს, განსაკუთრებით იტალიის, იტალიური გუნდის ფანებს და რაც მთავარია იტალიელებს, ალბათ ვერ გადაუწყვეტიათ, გაუხარდეთ თუ არა ასეთი შედეგი და “ბაიერნის” გასვლა ნახევარფინალში. ერთი მხრივ, “მილანის” ფანს შეიძლება ინგლისური გუნდის გამოვარდნა უხაროდეს, რადგან წითელმა ეშმაკებმა შავ-წითელი ეშმაკები წელს ძალიან, ძალიან დაჩაგრეს და “როსონერის” ფანები იქნებ იძახიან კიდეც : “ეგრე მოუხდებათ, მოინდომეს ზედიზედ მესამედ ფინალში თამაშიო”. მაგრამ სხვა მხრიდან რომ შევხედოთ, ჩემპიონთა ლიგაზე ერთი იტალიური გუნდი შემორჩა - ისიც “ინტერი”, იტალია რომ “ინტერის” იმედზე იქნება… და იტალიური გუნდების რაოდენობა ჩემპიონთა ლიგაზე კითხვის ნიშნის ქვეშაა, ხოლო ამ ქვეყანას სულაც არ აწყობს გერმანული გუნდის “კარგად ყოფნა და გახარება”. თანაც, ბავარიამ ჯერ “იუვენტუსი” როგორ დაგვიჩაგრა, შემდეგ “ფიორენტინა”… მე ვიტყოდი, რომ “ბაიერნი” არათუ ნახევარფინალში, არამედ მეოთხედფინალშიც არ იმსახურებდა თამაშს. ჯერ ყველას გემახსოვრებათ, როგორ მოუგეს სახლში გერმანელებმა “ფიორეს” - ბოლო წუთებში გაიტანა კლოზემ, აშკარად კეთილგანწყობილი იყო მსაჯი მათ წინააღმდეგ, რადგან ასე ვთქვათ, 7-მეტრიანი თამაშგარე არ დააფიქსირა! ჩემი აზრით, “ფიორენტინა” ნამდვილად ჯობდა “ბაიერნს” და ის იმსახურებდა გასვლას. “მანჩესტერთანაც” წაეხმარა “ბაიერნს” მსაჯი - რაფაელი აშკარად არ იყო გასაძევებელი, 19 წლის ბრაზილიელი ბიჭი კარგად თამაშობდა და პირველი ყვითელიც კი საკამათო ვითარებაში უჩვენა იტალიელმა რაფაელს..

 

 

რაც შეეხება “ინტერს”. “ინტერის” მოგება “ჩელსისთან” ადვილად აიხსნება - ეს მწვრთნელი, ჟოზე მარიო მოურინიო იმდენად კარგად იცნობს ლონდონურ გუნდს, რომ ასე ალბათ არც არავინ არ იცნობს “ჩელსის”. მილანურ გუნდს არც “ცსკასთან” გასჭირვებია დიდად თამაში, მაგრამ ახლა მსოფლიოში დღეს-დღეობით საუკეთესო კლუბი შეხვდება “ინტერს” - უკვე მესამედ და მეოთხედ ამ სეზონში, რადგან ეს ორი გუნდი ჯგუფში ერთად იყვნენ. ორი მატჩის ჯამში გვარდიოლას გუნდმა 2-0 მოიგო, თან ახლა მესიც ისეთ ფორმაშია, რომელმა “ინტერის” მცველმა უნდა შეაჩეროს არგენტინელი ვუნდერკინდი, ამის ვარაუდი ძალიან ძნელია. მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არაა გამორიცხული არც “ინტერის” განადგურება (თუმცა არა მგონია) და არც “ინტერის” გასვლა - არ იქნება ძალიან გასაკვირი, რომ წლევანდელი გაკვეთილების მიღების შემდეგ მოურინიომ უკვე “შეისწავლა” “ბარსა” და თამაშს ისე ადვილად აღარ დათმობს, თანაც ჯგუფში დიდად მათი შეხვედრა არ წყვეტდა… ასე რომ, იტალიური (ზოგადად, მე “ინტერს” იტალიურს არ ვუწოდებ, თუმცა იტალიის წარმომადგენელი ხომ არის.) გუნდისა და ესპანელების სიამაყის დაპირისპირება ძალიან საინტერესოა და ურთულესია რამის ვარაუდი. ფაქტი კი ისაა, რომ თუ “ინტერი” გამოვარდა და “ბაიერნი” გავიდა, იტალიური ფეხბურთი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება და ეს სულაც არ აწყობთ იტალიელებს.

 

 

ახლა კი გადავიდეთ უეფას პრეზიდენტის, მიშელ პლატინის რეფორმებზე. ფრანგი არაჩვეულებრივი ფეხბურთელი იყო და კარგი პრეზიდენტიცაა, თუმცა მე მაგალითად მისი რამდენიმე მოსაზრება დიდად არ მომწონს და არა მგონია, თქვენ აღფრთოვანდეთ. ჯერ მის კარგ წამოწყებებზე მოგახსენებთ:

 

 

ევროპის ლიგაზე იცით, რომ, სულ მსაჯობს ხუთი მსაჯი. ერთი - მთავარი, თითო-თითო - გვერდითი, ხოლო თითო-თითო - არ ვიცი რა დავარქვა, გასწვრივი? მოკლედ, ისინი კარის უკან დგანან. მიშელი აპირებს მალე ჩემპიონთა ლიგაშიც დააფუძნოს ეს წესი და ყველა თამაშზე ხუთი მსაჯი მსაჯობდეს. ამასთან ახლოს კი არის მსაჯების საკითხი. მსაჯები ხშირად უშვებენ შეცდომებს, იგივე “რეალთან” ორი გოლი არ ჩაუთვალეს “მილანს”, ისინი ზედმეტად კეთილად არიან განწყობილნი “ბაიერნის” მიმართ… ზოგი არ დამეთანხმება - რა საჭიროა, მოედანზე გამეორება იყოს, მსაჯების შეცდომებიც ხომ ალამაზებს ფეხბურთსო, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში ეს ალბათ საჭიროა. თუ მსაჯი “ღუპავს” გუნდს, გამეორებები ამოყენებული უნდა იქნას. იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ყველა მომენტზე მონიტორს ჩააშტერდეს მთავარი მსაჯი-მეთქი, ხაზს ვუსვამ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევას. ალბათ გახსოვთ, ამასთან დაკავშირებით რომ აპირებდნენ შეკრებას და მსჯელობას, მაგრამ მერე სტატია არ დადებულა, ნამდვილად არაა ცნობილი, მოილაპარაკეს თუ არა გამეორებების გაკეთებასთან დაკავშირებით…

 

 

ასევე მიშელ პლატინი ებრძვის რასიზმს. ეს ძალიან კარგია, თუმცა ფრანგმა ეტყობა გადაწყვიტა, ცოტა “სხვანაირი” გზით ებრძოლოს ამას. ანუ, ის აპირებს ჩემპიონთა ლიგაზე ბევრი უცნობი გუნდი “შემოყაროს” და გამოცდილება მიაღებინოს. ეს კი რის ხარჯზე?! პლატინის უნდა, რომ უახლოეს წლებში იტალიას, ესპანეთს და ინგლისს ოთხი გუნდიდან სამამდე ჩამოუქვეითოს ლიგაზე გამსვლელი გუნდების რაოდენობა, ეს კი მგონი არ არის კარგი წამოწყება, რადგან წარმოიდგინეთ, დავუშვად მომავალ წლებში მეოთხე ადგილზე გასული “ლივერპული” (ამ გუნდის სახელს მისი ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ვიძახი), ან “იუვენტუსი”, ან კიდევ სხვა გრანდი, რომელიც მეოთხე ადგილის მეტს ვერ მიაღწევს… და ამ დროს, როცა ასეთი გრანდები საერთოდ არ იქნებიან ლიგაზე, “რუბინი” (ეს - სიტყვაზე), “ცსკა” და მსგავსი გუნდები უნდა თამაშობდნენ მეოთხედფინალში?! გთხოვთ, ამ რეფორმებთან დაკავშირებით დააფიქსიროთ თქვენი აზრი.

 

 

სტატიის ავტორი ekumilano

 

 

 

 

acmilan.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...