Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პოლიციასა და ეროვნული საბჭოს ლიდერებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ალექსანდრე შალამბერიძე დააკავეს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/primer34-150x150.jpgდიღომში, ,,თბილისელების” სტამბასთან პოლიციასა და ეროვნული საბჭოს ლიდერებს შორის ინციდენტი მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ ,,ხალხის პარტიის” პოლიტიკური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე დააკავა.

 

 

როგორც ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვოილმა ,,ექსპრესნიუსს” განუცხადა, დაკავებულია “კონსერვატიული პარტიის” რამდენიმე აქტივისტი. მისი თქმით, შეხლა – შემოხლა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ამ წუთებშიც გრძელდება.

 

 

კობა დავითაშვილის თქმით, ეროვნული საბჭოს ლიდერები ,,თბილისელების” სტამბაში საკუთარი სააგიტაციო პლაკატების წამოსაღებად მივიდნენ, რა დროსაც სტამბის კარი დაკეტილი დახვდათ, მას პოლიცია იცავდა.

 

 

,,ჩვენ მოვითხოვეთ განემარტათ, თუ ვინ დალუქა სტამბა და შევძლებდით თუ არ ჩვენი მასალების სტამბიდან გატანას, რაზეც მივიღეთ უარი. პროტესტის ნიშნად გადავკეტეთ აღმაშენებლის ხეივანი რა დროსაც პოლიციამ ჩვენი დარბევა დაიწყო,”- განაცხადა კობა დავითაშვილმა.

 

 

ეროვნული საბჭოს ლიდერები ამ წუთებში დაკავებულ აქტივისტებს ეძებენ რადგან მათივე განცხადებით, მათთვის უცნობია, თუ სად წაიყვანეს დაკავებულები.

 

 

შემთხვევის ადგილზე თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორიც იმყოფება.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...