Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პროკურატურამ ფულის გამოძალვის ფაქტზე თარლითები დააკავა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba24-150x150.jpgთბილისის პროკურატურამ ფულის გამოძალვის ფაქტზე თარლითები დააკავა.

 

 

წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის იანვარში, მოქალაქე მანანა გედენიძემ გაიცნო მოქალაქე ელთონ მამედოვი და მისგან შეიტყო, რომ მისი ნათესავი ელდარ თოფჩიევი 12 წლიან სასჯელს იხდიდა. გედენიძემ დაარწმუნა მამედოვი, რომ სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნების დახმარებით შეძლებდა ელდარ თოფჩიევის შეწყალების გზით გათავისუფლებას, სანაცვლოდ კი 6.000 ლარის გადახდა მოითხოვა.

 

 

მამედოვი გედენიძის წინადადებას დათანხმდა და დასახელებული თანხიდან 2.850 ლარი წინასწარ გადაუხადა, დარჩენილ თანხას კი თოფჩიევის შეწყალების შემდეგ გადაიხდიდა.

 

 

2009 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც მამედოვმა დაჟინებით მოთხოვა გედენიძეს ელდარ თოფჩიევის გათავისუფლება, ან კუთვნილი თანხის უკან დაბრუნება, გედენიძე დაუკავშირდა ნაცნობს გია ღვინიანიძეს და სთხოვა, დახმარებოდა მას დარჩენილი 3.150 ლარის თაღლითურად დაუფლებაში. გარკვეული თანხის სანაცვლოდ გია ღვინიანიძე ჩაერთო მანანა გედენიძის თაღლითურ სქემაში და სცადა დაერწმუნებინა მამედოვი, თითქოსდა იგი სახელმწიფო კანცელარიის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი რომან გიორგობიანი იყო და რეალურად შეძლებდა ელდარ თოფჩიევის შეწყალებით გათავისუფლებას, თუ მამედოვი გადაიხდიდა 3.000 ლარამდე დარჩენილ თანხას.

 

 

მას შემდეგ, რაც თანხის გადახდის მიუხედავად, მსჯავრდებული ელდარ თოფჩიევი აპრილში შეწყალებისასაც არ გათავისუფლდა, ელთონ მამედოვი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მანანა გედენიძე და გია ღვინიანიძე მას ატყუებდნენ და პროკურატურას მიმართა.

 

 

მანანა გედენიძეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის `ა” და `ბ~ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული დანაშაულისათვის, ხოლო გია ღვინიანიძეს _ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,24,180-ე მუხლის მეორე ნაწილის `ა” ქვეპუნქტით. ორივე მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, თაღლითებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...