Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კახა შარტავამ ევროკომისარ შტეფან ფულეს საქართველოში არსებული საარჩევნო გარემო გააცნო


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/shartava_kaxa-2_318-150x130.jpgსაქართველოში არანაირი რესურსი არსებობს იმისა, რომ ჩატარდეს არჩევნები.

 

 

ამის შესახებ ,,ეროვნული ფორუმის” ლიდერმა კახა შარტავამ ,,თბილისი – მერიოტში” ევროკომისარ შტეფან ფულესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

 

“შეხვედრაზე საუბარი იყო ყველა თემაზე. კერძოდ, ევროპის სამეზობლო პოლიტიკაზე, დემოკრატიის ხარისხზე საქართველოში, რაც არსებულ პირობებში, როდესაც არ გვაქვს არანაირი თავისუფალი საარჩევნო გარემო, შეუძლებელია, ევროკომისარს ჩვენი ხედვა გავაცანით და ვითარების გამოსწორების მექანიზმები შევთავაზეთ,”- აღნიშნა შარტავამ.

 

 

შეგახსენებთ, რომ ევროკომისარი შტეფან ფულე დღეს “დემოკრატიული მოძრაობის – ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერს ნინო ბურჯანაძეს, “ალიანსის საქართველოსთვის” წარმომადგენელ ვიქტორ დოლიძეს, “დაიცავი საქართველოს” ლიდერს ლევან გაჩეჩილაძეს, “ეროვნული ფორუმის” ლიდერს კახა შარტავასა და მოძრაობის “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერს ზურაბ ნოღაიდელს შეხვდა. ოპოზიციის შემდეგ ფულე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

 

,,თბილისი-მერიტოში” იმყოფებოდნენ აგრეთვე, ყოფილი ელჩები ირაკლი ჩუბინაშვილი და ეროსი კიწმარიშვილი, თუმცა მათ მონაწილეობას შეხვედრაში კატეგორიულად უარყოფენ ნინო ბურჯანაძე და ლევან გაჩეჩილაძე.

 

 

,,ეროსი კიწმარიშვილთან საუბარი გვქონდა მხოლოდ, ვანო მერაბიშვილის სკანდალურ ინტერვიუზე,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.E

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...