Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პენსიების საკითხთან დაკავშირებით ბაღათურიას პროტესტს თოიძეც იზიარებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/parlamenti18-150x130.jpgპენისიების გაცემასთან დაკავშირებით ,,ლიბერტი ბანკის’’ 36 პროცენტიანი განაკვეთის დაწესებასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის ჯონდი ბაღათურიას პროტესტს დღეს უკვე უმრავლესობის წევრი ოთარ თოიძეც დაეთანხმა.

 

 

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ბაღათურიამ მთავრობისგან კიდევ ერთხელ მოითხოვა ,,ლიბერტი ბანკთან’’ ყოფილ ,,სახალხო ბანკთან’’ გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა.

 

 

ბაღათურიას თქმით, პენსიონერები თუ წინასწარ იღებენ რამდენიმე თვის პენსიას მათ ბანკი 36 პროცენტს უწესებს, რაც სამარცხვინო პროცენტია.

 

 

დეპუტატმა აღნიშნულ საკითხზე დღეს სხდომაზე კიდევ ერთხელ მოითხოვა ჯანდაცვის მინისტრის, კონტროლის პალატისა და ფინანსთა მინისტრი პარლამენტში სამთავრობო საათის ფორმატში მისვლა.

 

 

,,სამთავრობო საათზე გავაკეთოთ ანალიზი და დავსახოთ გზები, რომ გაუქმდეს სპეკულაციურად გაზრდილი თანხები. იმედია ,,ბლოკ ჯორჯიას’’ მაგალითს არ გავიმეორებთ და დროულად გავწყვეტთ თანამშროლმლობას’’, – განაცხადა ბაღათურიამ.

 

 

თოიძეს განცხადებით, მათ შეხვედრა უკვე გამაღთეს ბანკის წარმომადგენლებთან, რომელთაც აღნიშნეს, რომ პენსიის აღება ნებაყოფლობით ხდება, ეს არ არის მთლიანი პროცენტი და შესაბამისად პროცენტი მისაღებია.

 

 

თუმცა, თოიძეს შეფასებით, პროცენტი დაბალი უნდა იყოს და ამასთან, სავსებით შეიძლებოდა პენსიების გაცემა უპრეცენტო ყოფილიყო.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...