planetanews Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/image002.jpgფარმაცევტულმა კომპანია “ავერსმა” ორი ახალი პრეპარატი: სპერექსი და პაკოლი გამოუშვა. სპერექსი წარმოადგენს მეორე თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ნახევრადსინთეზურ ანტიბიოტიკს პერორალური გამოყენებისათვის. იგი მოქმედებს ბაქტერიციდულად. სპერექსის ბაქტერიციდული აქტივობა განპირობებულია ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით. პრეპარატს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი. პრეპარატი აქტიურია მიკროორგანიზმების შტამების უმეტესობის მიმართ. სპერექსი ინიშნება სპერექსის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს, მათ შორისშუა ყურის მწვავე ანთების, ზედა სასუნთქი გზების ინფექციების: სინუსიტის, ფარინგიტისა და ტონზილიტის, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების, მათ შორის ქრონიკული ბრონქიტის , არაჰოსპიტალური პნევმონიის, შარდგამომყოფი სისტემის ინფექციების, მათ შორის პიელონეფრიტის და ცისტიტის დროს, ასევე გართულებების გარეშე მიმდინარე კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციებისას (მაგ., კარბუნკული, ცელულიტი, ფოლიკულიტი, ფურუნკული, იმპეტიგო, ინფიცირებული დერმატიტი, პარონიქია, პიოდერმია, ზედაპირული აბსცესი, ინფიცირებული ჭრილობა და სხვ.). პრეპარატი “პაკოლი” წარმოადგენს ეფექტურ ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ საშუალებას, აგრეთვე გააჩნია უმნიშვნელოდ გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პარაცეტამოლის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან. პაკოლი არ ახდენს უარყოფით გავლენას წყალ-მარილოვან ცვლაზე (ნატრიუმის იონებისა და წყლის შეკავება) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე, რადგან არ მოქმედებს პერიფერიულ ქსოვილებში მიმდინარე პროსტაგლანდინების სინთეზის პროცესზე. პაკოლი ინიშნება ცხელების სინდრომისას ინფექციურ-ანთებითი დაავადებების ფონზე და სუსტი ან ზომიერი ინტენსივობის სხვადასხვა გენეზის ტკივილის სინდრომის (მათ შორის, თავის ტკივილი, შაკიკი, კბილის ტკივილი, ნევრალგია, მიალგია, ალგოდისმენორეა; ტკივილი ტრავმებისა და დამწვრობის) დროს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts