Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ცისკარიშვილი ოპოზიციას მერაბიშვილის ინტერვიუს პოლიტიზირებაში ადანაშაულებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/ciskarishvili-petre011-150x116.jpgსაპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ოპოზიციას შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გაზეთ ,,კომერსანტში’’ გამოქვეყნებული ინტერვიუს პოლიტიზირებაში ადანაშაულებს.

 

 

როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის შეფასებების შემდეგ ცისკარიშვილმა განაცხადა, ოპოზიცია უნდა ხვდებოდეს, რომ როდესაც ჟურნალისტი ცდილობს შს მინისტრს ეკლესიაზე ათქმევინოს რაიმე, მერაბიშვილი ამ მცდელობას თავს არიდებს.

 

 

,,სტალინის ძეგლის აფეთქებას რაც შეეხება, ოპოზიცია ჩირგვებში იყო ჩამალული, როცა გივი თარგამაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, მოსახლეობის გადასარჩენად მოლაპარაკებებს ოკუპანტებთან მართალც მართავდა’’, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

 

 

ამასთან, უმრავლესობის ლიდერი მერაბიშვილის მიერ გაზეთ ,,კომერსანტ ვლასტისთვის’’ მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით გიორგი თარგამაძესაც გამოეხმაურა.

 

 

,,გიორგი თარგამაძე ორი წელია დეპუტატია და შს მინისტრის მიერ კანონდარღვევებზე არა საგაზეთო ინტერვიუებით, არამედ კონკრეტული ფაქტებით უნდა საუბრობდეს. მიგვითითეთ, რომელი კანონი დაარღვია შინაგან საქმეთა მინისტრმა რეფორმების პროცესში და რა შეიცვალა კანონის უგულვებელყოფის გზით, სწორედ მაშინ იქნება კრიტიკა მისაღები. ოპოზიცია გაზეთში წავიკითხეს არგუმენტებით არ უნდა საუბროდეს’’, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...