planetanews Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 გერმანული “ვოლფსბურგის” მწვრთნელი, ლორენც-გუნტერ კოსტნერი საუბრობს მისი გუნდის ლიდერზე, ედინ ჯეკოზე, მის მნიშვნელობაზე გუნდში და მის მომავალზე: “თუ ჯეკო იტყვის, რომ მას სურს გუნდში დარჩენა, ჩვენ ძლიერ გაგვიხარდება, მაგრამ ეს შეუძლებელია. მე არ შემიძლია იმის ახსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ედინი გუნდში. შემდეგ სეზონში ჯეკო გადაბარგდება სხვა კლუბში. მე არ შემიძლია ის დავიტოვო, მან თვითონ გადაწყვიტა კლუბიდან წასვლა, მაგრამ მე შემიძლია დარწმუნებითა და დაზუსტებით ვთქვა, რომ მას დიდი მომავალი ელის.” 24 წლის 1,92 მეტრის სიმაღლის ფორვარდი “მგლებამდე” 2003-05 წლებში “ძელჯეზნიჩარში”(Željezničar) თამაშობდა, 2005-07 წლებში “ტეპლიცეში” და ამ წლებში 2005 წელს განათხოვრებული იყო “უშტი ნად ლაბემში”(Ústí nad Labem). 2007 წელს კი “ვოლფსბურგში” გადავიდა და სწორედ იქ მიაღწია წარმატებას. პ.ს. კოსტნერი ამბობს, რომ ჯეკო წავა და იმედი ვიქონიოთ, რომ ის სწორედ “როსონერიში” გადავა. წყარო სტატიის ავტორი: FORZA-MILAN acmilan.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts