planetanews Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენ“ აქვეყნებს „ალიანსი საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარის დავით უსუფაშვილის კომენტარს შსს მინისტრ მერაბიშვილის ინტერვიუზე: „ამ ინტერვიუთი დადასტურდა, რომ მერაბიშვილი ჩრდილიდან გამოდის და პოლიტიკური სვლებისთვის ემზადება. როგორც გვახსოვს, ის ბევრი მიზეზის გამო წლების განმავლობაში დამალული იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა შიდასახელისუფლებო ძალაუფლების გადანაწილების სქემებში აქტიურად აპირებს მონაწილეობას. ეს არა მხოლოდ ამ ინტერვიუდან გამოჩნდა, არამედ მისი ყველა ბოლოდროინდელი მოქმედებით გახდა აშკარა. მერაბიშვილი სერიოზული პოლიტკური როლისთვის ემზადება“. „როცა სახელმწიფოს წარმომადგენელი და შს მინისტრი ისეთ თემებზე საუბრობს, როგორიცაა ევროპასთან ურთიერთობა, სტალინის ძეგლის აფეთქება, რუსებისთვის ფულების შეთავაზება თუ სხვა, და ისეთ რაღაცებს ამბობს, რასაც მერაბიშვილი „კომერსანტთან“ საუბარში, ნორმალურ ქვეყანაში, სულ მცირე, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დაოყოვნებლივი საფუძველი გახდებოდა“. „ის, რაც მერაბიშვილმა თქვა, სცილდება როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ, ზნეობრივ, მორალურ და ყველანაირ ჩარჩოებს... მერაბიშვილის ინტერვიუს, სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება არ მოჰყვება, რადგან არანორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ“. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts