planetanews Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/logga-hemsida-150x150.jpgქართულ ბაზარზე დღეიდან უნივერსალური დაგროვებითი ბარათი უნიქარდი გამოჩნდება, რომელსაც მომხმარებელს ბრიტანული საინვესტიციო კომპანიის მიერ საქართველოში დაარსებული ”Universal Card Corporation” –ი სთავაზობს. როგორც ჟურნალისტებს კომპანიის დირექტორმა ბესო აბულაძემ განუცხადა, აღნიშნული ბარათები ამერიკაში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში დიდი წარმატებით სარგებლობს. მისივე თქმით, დღეისთვის უნიქარდის დაგროვების პროგრამაში 120 კომპანიაა ჩართული, წლის ბოლომდე კი მათი რიცხვი 1 000-მდე გაიზრდება. პროგრამაში ჩართულ ობიექტებში, საქონლისა და მომსახურების შეძენის შემთხვევაში, ბარათის მფლობელებს ბონუს-ქულები ავტომატურად დაერიცხებათ, რომლითაც ბარათის მფლობელებს სასურველი საჩუქრის მიღება შეეძლებათ. უნიქარდი “გუდვილში”, “იოლში”, “ვულე-ვუში”, “ლუტეციაში”, “რონიკოში”, “ელიტ ელექტრონიქსში”, ”მობიში”, “ჯითისიში”, “მეგალაინში”, “ახალ კიდობანში”, გლდანის სავაჭრო ცენტრ “ევრაზიაში”, კინოთეატრებში “რუსთაველსა” და “ამირანში” ყველა მსურველს საჩუქრად დაურიგდება. “ჯეოსელის” აბონენტებს კი მობილურზე ბონუს-ქულები დაერიცხებათ.გარკვეული რაოდენობის ქულების დაგროვების შემდეგ, კი ბარათის მფლობელს სასურველი საჩუქრის არჩევის საშუალება ექნება. საჩუქრების შერჩევა კატალოგიდან, ან ყოველდღიურად განახლებადი ვებგვერდიდან www.unicard.ge- იქნება შესაძლებელი. პირველ ეტაპზე ბარათები თბილისში, წლის ბოლოსათვის კი საქართველოს სხვადასხვა დიდ ქალაქებში დარიგდება. შეგახსენებთ, რომ ბარათის პრეზენტაცია გუშინ თბილისის “ივენთ ჰოლში” გაიმართა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts