planetanews Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/mtkirg-150x150.jpgპრეზიდენტისა და მთავრობის ფუნქციები გადაცემულია დროებითი მთავრობისთვის. ამის შესახებ ჟურნალისტებს დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა როზა ოტუნბაევამ განუცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტ კურმანბეკ ბაკიევს არ სურს თანამდებობის დატოვება და ამ დროისთვის იგი ჩრდილოეთში მოკავშირეების მოძიებითაა დაკავებული. ,,მოქმედი დროებითი მთავრობა იმოქმედებს ნახევარი წლის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში მიღებულ უნდა იქნას ახალი კონსტიტუცია, უნდა იქნას შეტანილი ცვლილებიები საარჩევნო კოდექსში. ცვლილებები უნდა იქნას მიღებული აგრეთვე, მანიფესტაციებისა და მინიტინგების მოწყობასთან დაკავშირებითაც,” – განაცხადა ოტუნბაევამ. ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მას ეყოლება 4 მოადგილე, რომლებიც იმუშავებენ სხვადასხვა სფეროებზე, კერძოდ, ალმაზბეკ ატამბაევი იქნება პასუხისმგებელი ეკონომიკურ საკითხებზე, ტემირ სარიევი ფინანსებზე და კრედიტებზე, ომურბეკ ტეკებაევი საკონსტიტუციო რეფორმაზე, აზიმბეკ ბეკნაზაროვი კი კურირებას პროკურატურისა და სამართალდამცავი ორგანოების მუშაობას გაუწევს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts