planetanews Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/washington-post-150x130.jpgპრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველო დაარწმუნა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ამ პრო-დასავლური ქვეყნის დამოუკიდებლობას. სიმპათიის ეს ჟესტი პრეზიდენტმა ამ კვირაში რუს კოლეგასთან დაგეგმილი შეხვედრის წინ გამოხატა. ამის შესახებ სტატიას გავლენიანი ამერიკული გამოცემა თჰე ჭასჰინგტონ Pოსტ აქვეყნებს. „პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“ – განაცხადა თეთრმა სახლმა, ობამას და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის გამართული სატელეფონო საუბრის კომენტირებისას. სტატიაში ნათქვამია, რომ ობამა რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს ხუთშაბათს პრაღაში შეხვდება, სადაც ლიდერებმა ხელი უნდა მოაწერონ ბირთვული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებას. “თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ობამამ და სააკაშვილმა „განიხილეს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობა, რის გამოც მაპროვოცირებელ ქმედებებს ყველა მხარემ თავი უნდა აარიდოს“,- წერს თჰე ჭასჰინგტონ Pოსტ. ჟურნალისტი ამბობს, რომ გასულ თვეში ამერიკული ფლოტი შავ ზღვაში საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივ წვრთნებს მართავდა. “პარასკევს, პენტაგონი საქართველოს და რუსეთის მოსაზღვრე ბალტიისპირეთის ქვეყნებს სამხედრო პოტენციალის განმტკიცებას და ავღანეთის ოპერაციებისთვის მომზადებას დაჰპირდა. ამ თვეში საქართველო ავღანეთის პროვინცია ჰელმანში საკუთარ ჯარისკაცებს ამერიკელი საზღვაო ქვეითების გვერდით საბრძოლველად აგზავნის,”- ნათქვამია – თჰე ჭასჰინგტონ Pოსტ ის სტატიაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts