planetanews Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 დღეს ბოლო ინგლისური გუნდი თამაშობდა ჩემპიონთა ლიგაზე. ჯერ იყო და ჯგუფური ეტაპი ”ლივერპულმა” ვერ გადალახა. შემდეგ ”ჩელსი” ნერიაძურიმ დაამარცხა. გუშინ ”არსენალი” მესიმ გაანადგურა. დღეს კი მანიუ იყო დარჩენილი, რომელსაც საკმაოდ რეალური შანსი ჰქონდა მოგებისა. მათ ძალიან მოულოდნელად დაიწყეს თამაში და 7 წუთში უკვე 2-0 იგებდნენ. ტაიმის ბოლოს ნანიმ კიდევ ერთხელ შეაგდო და 3-0 გახდა. თუმცა რამდენიმე წუთში ოლიჩმა ერთი გოლი გაქვითა და იმედი ჩაუსახა გერმანელებს. მეორე ტაიმი თანაბარი გამოდგა. ორივე გუნდს საკმაოდ ბევრი შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერცერთი იყენებდა ამ შანსებს. მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე კი სტანდარტული სიტუაციიდან რობენს შესანიშნავად დააჯდა ბურთი ფეხზე და ამ უკანასკნელმაც შანსი არ დაუტოვა ვან დერ საარს. მართალია ”ბაიერნმა” 3-2 წააგო, მაგრამ ალიანს არენაზე გამარჯვებული 2-1 წყალობით ნახევარფინალში სწორედ გერმანელები გავიდნენ. მაგრამ საოცარი მათ გასვლაზე მეტად ისაა, რომ ნახევარფინალში არცერთი ინგლისური გუნდი არაა. ეს მაშინ როცა წინა წლებში 2 ან 3 ინგლისური გუნდი ყოველთვის გადიოდა ნახევარფინალში. მეორე მატჩი ნაკლებ საინტერესო იყო. ”ბორდომ” საკუთარ სტადიონზე ”ლიონი” 1-0 დაამარცხა, მაგრამ გასვლაზე წაგებული 3-1 გამო ვერ აღმოჩნდა შემდეგ ეტაპზე. მასპინძლებს უფრო მეტი შანსი ჰქონდათ, რადგან მეტოქეს ლისანდრო ლოპესი აკლდა დისკვალიფიკაციის გამო. მათ ეს შანსი ვერ გამოიყენეს და ნახევარფინაში ”ბაიერნს” მათ მაგივრად ”ლიონი” დაუპირისპირდება. ჩემი აზრით, ფრანგი გულშემატკივარისთვის ახლა ის უფრო სასიხარულო უნდა იყოს, რომ მათი ქვეყნის გუნდი ნახევარფინალშია. და იმაზე ნაკლებად უნდა წყდებოდეს გული, რომ ”ბორდო” ვერ გავიდა. ახლა კი 20 და 21 აპრილს ნახევარფინალები გაიმართება. ”ინტერი” სან სიროზე ”ბარსელობას” მიიღებს. ხოლო ”ლიონი” კი გერმანელებთან შეეცდება ბრძოლას. სტატიის ავტორი: losa acmilan.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts