Jump to content
Planeta.Ge

ვენგერი:”მანჩესტერმა ბრიტანული ფეხბურთის პრესტიჟი უნდა დაიცვას”


Recommended Posts

http://i065.radikal.ru/1004/bd/485afb231df7.jpg

ლონდონის არსენალის მთავარი მწვრთნელის აზრით, მანჩესტერ იუნაიტედს ბაიერნთან დღეს გასამართ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ შეხვედრაში ინგლისური ფეხბურთის პრესტიჟის დაცვა ევალება. “ბოლო წლებში პრემიერლიგის წარმომადგენლების ევროპულ ასპარეზზე დომინირება თვალშისაცემი გახლდათ, თუმცა მიმდინარე სეზონში ყველაფერი სხვაგვარად ხდება. ახლა მანჩესტერი ერთადერთია, ვისაც ინგლისური ფეხბურთის პრესტიჟის დაცვა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ სერ ალექსი შოტლანდიელია, ის მუდამ ამბობს, რომ მისი კლუბის კარგი თამაში პრემიერლიგის სიძლიერეს უსვამდა ხაზს და დღეს ამის დამტკიცება მოუწევს. რაღა დაგიმალოთ და, დღევანდელ შეხვედრაში სწორედ ეშმაკებს ვგულშემატკივრობ, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე ვერგასვლის შემთხვევაში იუნაიტედი მთელ აქცენტს შიდა პირველობაზე გააკეთებს, ეს კი ჩემს გეგმებში არ შედის.” – ღიმილით დაასრულა თავისი გამოსვლა არსენ ვენგერმა.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...