planetanews Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 http://image.geotorrents.ge/images/um8guykpd9pa7k5utlq.jpgFIGC ( იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ) ამ დროისთვის იმყოფება სრულიად გაურკვეველ ვითარებაში რადგან ბოლო დროინდელმა სიტუაციამ სატელეფონო საუბრების ახალი ტალღის გამო შესაძლოა კალჩიოპოლის პროცესების გაგრძელება გამოიწვიოს - უფრო სწორედ კი ტურინის იუვენტუსს გაუჩნდა რეალური შანსი დაიბრუნოს ორი სკუდეტო რომელიც 2006 წელს სრულიად უსაფუძვლოდ ჩამოართვეს . FIGC - ის მთავარი ფიგურა ჯანკარლო აბატე დღეს შეხვდა ამ ორგანიზაციის ადვოკატ ჯანკარლო პაცალის სადაც ისაუბრეს ამ საქმის ხელახლა გახსნის შესახებ რომელიც ფაქტიურად ოთხი წლის წინ დახურეს . უნდა აღინიშნოს ასევე ის ფაქტიც რომ ნეაპოლის სასამართლოს სადაც ცდილობენ გამოავლინონ მოჯის ბრალეულობა და მისი ეგრეთ წოდებული კლანის მართველობა კალჩოში არ გააჩნია არანაირი უფლებამოსილება გაუქმონ განაჩენი იმ პიროვნებებისთვის ვინც 2006 წელს დამნაშავეებად სცნეს . ამასობაში იურისტი კალჩიოპოლის თემაზე რომელიც მუშაობდა 2006 წელს პიერო სანდული პრესასთან საუბარში აცხადებს რომ ეს მასალები თავის დროზე რომ გამოჩენილიყო სიტუაცია რადიკალურად სხვანაირი იქნებოდა . " ბოლო დროინდელი აუდიო ჩანაწერები სურათს რეალურად გვიცვლის , მინდა დაგარწმუნოთ ყველა - ეს მასალები თავის დროზე რომ მოგვეპოვებინა ინტერი სხვა კლუბებთან ერთად იქნებოდა დამნაშავე კალჩიოპოლის მოვლენებში და არავიზე ნაკლებ საზღაურს არ მიიღებდა . შესაძლოა საბოლოო ვერდიქტი რადიკალურად განსხვავებული ყოფილიყო " . View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts