planetanews Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 ალბათ ზოგს გემახსოვრებათ, რომ ორი სტატია დავდე, მოკლე კითხვა-პასუხები, პირველი იყო ლეოსთან და მეორე პატოსთან. ამის შემდეგ მე დაგპირდით რომ მსგავს სტატიას ისევ შემოგთავაზებდით, თუმცა არავის გაგხსენებიათ და არც მე მომიკლავს თავი. http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif მაგრამ ახლა რახან ამომეწურა დღის სიახლეები, ამჯერად დავწერ ლუკა ანტონინიზე მისი პიროვნების უკეთ გასაცნობად. http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif - რომელიმე ლოსიონს ხმარობ? (ასეთ კითხვებს არ ვიმჩნევთ http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif -ავტ.) - ნივეას. - როგორი სუნამოები გიყვარს? - ამჯამად მე ვისხამ “TOUCH”-ს ლუკა ანტონინისგან (ეს ვერ გავიგე http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif - ავტ.) - რომელ დეზოდორანტს ხმარობ? - SPRAY - ამპარტავანი პიროვნება ხარ? - არა. - რა სიხშირით დადიხარ პარიკმახერთან? - ყოველთვე. - შავთმიანი, ქერა თუ ჟღალთმიანი? - ქერა. - ტატუ გაქვს? თუ კი, რამდენი, სად და რა დატვირთვის? - ხუთი ტატუ მაქვს სხეულის სხვადასხვა ადგილას, ძირითადად მკლავებზე. - ქალი მოკლე ქვედაბოლოში თუ გრძელ კაბაში?- მოკლე ქვედაბოლოში. - საყვარელი მსახიობი? - ჯულია რობერტსი. - ლუკა ანტონინი რომ არა, რომელი პოპულარული კაცი იქნებოდი? - დევიდ ბექჰემი. - რომელი მშვენიერი ქალბატონი იქნებოდი? - ბენედეტა ბალეჯი (მისი ცოლი) - შინაური ცხოველი გყავს? - შავი ლაბრადორი მყავს, გოლტა ჰქვია. - რას სვამ როდესაც მზის ქოლგის ქვეშ წევხარ? - ცივ ბავარიულ ლუდს. - შენი პირველი და ბოლო მანქანები ? - პირველი იყო GOLF TDI, ახლა მყავს AUDI Q7. - მოტოციკლეტი? - დიდი სკუტერი. - საყვარელი საჭმელი? - მაკარონი რაგუსთან ერთად. - ღამე გირჩევნია კლუბში თუ შუადღე ოჯახთან ერთად? - შუადღე ოჯახთან ერთად. - ახლა ამოსარჩევად რომ გქონდეს, სად იცხოვრებდი? - ზღვასთან ახლოს. - ბოლოს რა აჩუქე მეუღლეს? - ბეჭედი ალმასით. - ღვინო თუ ლუდი? - ლუდი. - საყვარელი წიგნი? - ფაბიო ვოლოს “IL GIORNO IN PIU” - საყვარელი გაზეთი? - LA GAZZETTA DELLO SPORT. - როგორი ნაყინი მოგწონს? - შოკოლადის. - შენი ოცნება (რისი განდობაც შეგიძლია ჩვენთვის)? - მე ამ ოცნებას ჩემთვის დავიტოვებ, რა იცი, იქნებ ახდეს. - რა სიხშირით იცვლი მობილურ ტელეფონს? - ექვს თვეში ერთხელ. - Facebook-ს ხმარობ? - არა. - Apple თუ Windows? - Apple. - ბოლო სიმღერა, რომელიც შენს Mp3-ში ჩაწერე. - ტიციანო ფეროს “INDIETRO”. - Playstation, Nintendo Wii თუ XBox? - Nintendo Wii. - რომელი სერიალი მოგწონდა ბავშვობაში? - DIFFERENT STROKES. - რომელი საგანი გეზიზღებოდა ყველაზე მეტად სკოლაში? - მათემატიკა. - შენი დღე… - საუზმის შემდეგ ჩემი შვილი (გოგო) მიმყავს საბავშვო ბაღში, მერე სხვადასხვა რაღაცეებს ვაკეთებ, მაქვს ლანჩი მილანელოზე და მერე ვარჯიში. ამის შემდეგ მივდივარ სახლში, ოჯახში ვსადილობ და ვიძინებ. P.S. უარესი შეკითხვებიც იყო და არ დავწერე ყოველი შემთხვევისთვის. http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_lol.gif http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_lol.gif სტატიის ავტორი ekumilano acmilan.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts