Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - მანჯგალაძე: ავღანეთში ჩვენს სამხედროებს საკმაოდ რთულ უბანზე მოუწევთ ოპერაციებში ჩართვა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/manjgaladze-manana1-150x150.jpgავღანეთში ქართველი სამხედროები ფართო მანდატით მიემგზავრებიან და საკმაოდ რთულ უბანზე მოუწევთ ოპერაციებში ჩართვა.

 

 

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძემ პრეზიდენტის სასახლეში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საქართველო აქტიური უნდა იყოს და პასიური დამკვირვებლის როლით არ უნდა შემოფარგლოს, რაც მანჯგალაძის განცხადებით, პირველ რიგში საქართველოს მომავალს წაადგება.

 

 

,,ავღანეთში ჩვენი სამხედროები ფართო მანდატით მიემგზავრებიან და საკმაოდ რთულ უბანზე მოუწევთ ოპერაციებში ჩართვა. ისინი იმსახურებენ ამერიკელების, კანადელების, ფრანგების და იტალიელების გვერდით, რაც დიდ რისკთან არის დაკავშირებული. ასევე არ უნდა დავივიწყოთ ქართველი ექიმების წვლილი, რომლებიც სამხედროებთან ერთად, ავღანეთში მიემგზავნრებიან,” – განაცხადა მანჯგალაძემ.

 

 

პრეზიდენტის პრეს-სპიკერის თქმით, ქართულმა მხარემ ავღანეთის მთავრობას ავღანელი პოლიციელების და არტილერისტების მომზადება შესთავაზა.

 

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების 31 –ე ბატალიონის 750 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში რამდენიმე დღეში გაემგზავრება. ქართველი ჯარისკაცები ISAF– ის ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას.

 

 

ქართველი სამშვიდობო ბატალიონი მისიას ამერიკულ კონტიგენტის შემადგენლობაში, ჰელმანდის პროვინციაში შეასრულებს. სამხედროების გაცილების ცერემონია დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა.

 

 

ნატო – ს ეგიდით წარმოებულ ISAF– ის სამშვიდობო ოეპრაციაში მონაწილეობის მისაღებად 31 –ე ბატალიონმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადების კურსი გაიარა. ოპერაციების წარმოებისთვის ქართველმა ჯარისკაცებმა ტაქტიკური მომზადება შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების სასწავლო და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანლობით გაიარეს. მათ დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის, ასევე კონვოის ოპერაციები, დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურების და მოსახლეობასთან და ლიდერებთან ურთიერთობები შეისწავლეს.

 

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ასეული ISAF– ის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად 2009 წლის 16 ნოემბერს ავღანეთში უკვე გაემგზავრა და სამშვიდობო მისიას ფრანგული კონტიგენტის შემადგენლობაში არულებს.

 

 

ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობისათვის აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებით, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი სამშაბათს, 6 აპრილს თბილისის დროით საღამოს 8 საათზე შედგა. საუბრისას ბარაკ ობამამ ხაზი გაუსვა საქართველოს კონტრიბუციის მნიშვენლობას კოალიციის წარმატებისა და ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების საქმეში.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...