planetanews Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/yirgizetis-prezidenti-150x150.jpgყირგიზეთის პრეზიდენტის ურმანბექ ბაკიევის თვითმფრინავმა აეროპორტი მანასი დატოვა. ბაკიევი უშუალოდ თვითმფრინავის ტრაპთან მიიყვენეს, რის შემდეგაც მან ქვეყანა დატოვა. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი სამთავრობო სასახლეში იმყოფებოდა, რომელიც ამბოხებულებმა შტურმით აიღეს. თუ სად გაფრინდა პრეზიდენტის თვითმფრინავი, ჯერჯერობით უცნობია. ტექნიკური დახასიათებების მიხედვით, მსაგავსი ტიპის თვითმფრინავი მხოლოდ მეზობელ ქვეყანაში გადაფრენას შეძლებს, რის შემდგეც მას საწვავის ჩასხმა დასჭირდება. მარადიორებმა კი ბაკიევის ოჯახის სახლი გაძარცვეს. ხალხს სახლიდან ტანსაცმელი, თეთრეული, ჭურჭელი და ხალიჩები გამოაქვს. ამბოხებულებმა ასევე, გენ.პროკურატურის, პარლამენტისა და ეროვნული უშიშროების სამსახურის შენობები დაარბიეს. სამართალდამცავებმა, რომელბიც თეთრ სახლს იცავდნენ, მათ ცეცხლი გაუხსნეს. ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტრის ინფორმაციით, არეულობის დროს 17 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი დაშავდა. ოპოზიციის მონაცემებით კი, დაღუპულთა რიცხვი 100-მდე აღწევს. ანტისამთავრობო გამოსვლები ქვეყანაში 6 აპრილს დაიწყო. გამოსვლები არეულობაში გადაიზარდა და ქვეყნის სხვა რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქ ბიშკეკშიც გავრცელდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts