planetanews Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili7-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში ევროპული სახლის გახსნა ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენად შეაფასა. თავისუფლების მოედანზე მდებარე ევროპული სახლის პრეზენტაციას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტაფან ფიულე დაესწრნენ. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპასთან უფრო მჭიდროდ დასაკავშირებლად ბევრი რამაა გასაკეთებელი, ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი კი თბილისში ევროპული სახლის გახსნაა. “ამ სახლის გახსნა საქართველოში რუსეთის შემოჭრიდან რამდენიმე ხანში გადავწყვიტეთ. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თბილისი უდიდესი საფრთხის წინაშე იდგა და ქვეყანა იყო ოკუპირებული რუსეთის მიერ. ჩვენი ამოცანა იყო გვექცია საქართველო თანამედროვე ევროპულ ქვეყნად. ჩვენ ვაშენებთ ხიდს ევროპასთან დასაკავშირებლად და დღეს თავისუფელების მოედანზე ევროპის სახლის გახსნა ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთვის ევროპულობა და თავისუფლება ერთმანეთთანაა დაკავშირებული”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ევროპის სახლის გახსნაზე. პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უახლოეს მომავალში ევროპაში მიმოსვლა იყოს უვიზოდ და ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე გავიდეს თავისუფალი ვაჭრობის პირობებში. “ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე მინდა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში მიმოსვლა იყოს უვიზოდ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საელჩოებთან ქართველების რიგი დადგეს. პირიქით, საქართველოში დაბრუნდებიან არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები, არამედ ევროპელებიც ჩამოვლენ,” – აღნიშნა სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts