Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

8 აპრილს, 10:00 საათზე ‘თეთრების’ ლიდერი თემურ შაშიაშვილი პარტიის ოფისში ბრიფინგს გამართავს, სადაც ჟურნალისტებს კახეთში ვიზიტის სქემას დეტალურად გააცნობს.

მის: ღამბაშიძის #4

 

 

8 აპრილს, 11.00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქ. რუსთავში მე-9 სასწავლო სამეცნიერო გამოფენას დაათვალიერებს.

მის: ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზ. №12 (კინოთეატრი ‘რუსთაველი’)

 

 

8 აპრილს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1989 წლის 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

თსუ-ის II კორპუსი, III სართული, რუმინეთის აუდიტორია #332

 

 

8 აპრილს, 13.00 საათზე, ფონიჭალის შესასვლელში მდებარე ძველი სკოლის შენობასთან, პრაიმერში მონაწილე ერთ-ერთი პარტიის ‘შენთვის საკართველოს’ ლიდერი ფაზილ ალიევი აზერბაიჯანელ მოსახლეობას შეხვდება.

 

 

8 აპრილს, 13:00 საათზე, ამერიკის საელჩოსთან რეჟისორი ზაზა სვანაძე და წინააღმდეგობის მოძრაობა ‘შემოგვიერთდი’ აქციას გამართავენ.

თემა: ‘გუანტანამოს საპყრობილიდან საქართველოში სამი პატიმრის გადმოყვანა’.

 

 

8 აპრილს, 13:00 საათზე, კომპანია ‘მაგთიკომი’ აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალურ ღონისძიებას გამართავს.

მის: დავით აღმაშენებლის გამზირი #164, (მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი)

 

 

8 აპრილს, 13:00 საათზე, ავიაკომპანია `აირზენას’ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს თამაზ გაიაშვილს IAთA-სმენეჯმენტი წევრობის დამადასტურებელ სერტიფიკატს გადასცემს.

მის: რუსთაველის გამზ. #12, ‘აირზენას’ ცენტრალური ოფისი

 

 

8 აპრილს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვახტანგ ჭაბუკიანის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდება.

თსუ-ის II კორპუსი, ფიზიკის დიდი აუდიტორია

 

 

8 აპრილს, 17:00 საათზე, ვიცე პრემიერ მინისტრი, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემური იაკობაშვილი ევროკომისარს გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულეს შეხვდება.

მთავრობის კანცელარიის მე-5 სართული

 

 

8 აპრილს, 17:30 საათზე, მთავრობის კანცელარიაში (XII სართული) ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძისა და გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება.

 

 

8 აპრილს, 18:00 საათზე, სასტუმრო ‘თბილისი მარიოტში’ ცენტარლური საარჩევნო კომისია და 5 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ხელს მოაწერენ მემორანდუმს 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ.

 

 

8 აპრილს, 19.00 საათზე, სასტუმრო ‘ქორთიარდ მარიოტში’, ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის’ ფოტოგრაფ ირაკლი გედენიძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას, სახელწოდებით: დაიზღვიე ბედი, შეიკარი ღვედი’ გამართავს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...