planetanews Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/parlamenti17-150x130.jpgმთავრობა კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ მიმართული სამართლადარღვევი ქმედებების განმახორციელებელ პირებს შეღავათს არ გაუწევს. ამის შესახებ ,,ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ’’ კანონპროექტშია აღნიშნული. პროექტს პარლამენტი უკვე იხილვას. კანონპროექტის მიხედვით, სასჯელებისგან და საურევისგან აღნიშნული ქმედებისთვის დაჯარიმებულებს, არ გაათავისუფლებენ. კერძოდ, ლიბერალური მიდგომა არ გავრცელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებს, ასევე 150/1 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებზე. 150-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები ითვალისწინებს სასჯელს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში წარწერების, ნახატების და სიმბოლოების თვითნებურად შესრულებისთვის, რაც 1000 ლარით ჯარიმდება. აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილი კი იგივე ქმედების განმეორებას გულისხმობს. ამასთან, ჯარიმისგან და საურავებისგან არ გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც კულტურული მემკვიდრეობის ზონაში შენობა-ნაგებობას ფერი ან სხვა იერსახე შეუცვალეს. ასევე, სანქციებისგან არ გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც ასეთ ზონაში სავენტილაციო სისტემა, ბანკომატი, სარეცხის საშრობი, გისოსები, ჯიხურები, დახლები და სხვა მსუბუქი კონსტრუქცია თვითნებურად დაამონტაჟეს და განათავსეს. ამას გარდა, მთავრობა შეღავათს არ გაუწევს ფიზიკურ პირებს, რომელთაც კულტურული მემკვიდრეობის ზონაში ეზოები, ქუჩები და მოედნები თვითნებურად გადათხარეს, ან სამშენებლო მასალებით ჩახერგეს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პროექტი დღეს პირველი მოსმენით განიხილა. კანონპროექტი ითვალისწინებს იმ ფიზიკური პირების ჯარიმისგან და საურავისგან გათავისუფლებას, რომელთაც სამართალდარღვევა 2009 წლის 15 ივნისამდე ჩაიდინეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts