Jump to content
Planeta.Ge

acmilan.ge დავიდეს დაბრუნება უნდა


Recommended Posts

ალბათ გახსოვთ “კალიარისთან” პირველ ტაიმში გატანილი მეხუთე გოლი. “მილანის” მოწინააღმდეგე გუნდის მეკარემ ვერ მოახერხა ბურთის ხელში დაჭერა, შედეგად კი მცველმა, დავიდე ასტორიმ გაკრა ბურთს ფეხი და გოლიც გაიტანა საკუთარ კარში. იტალიელი ახალგაზრდა მცველი “მილანს” ეკუთვნის და “კალიარიში” არენდით თამაშობს. როგორც ჩანს და როგორც თავადაც აღნიშნავს, დავიდეს სურს, რომ მალე (სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე) დაბრუნდეს.

 

 

” მე ძალიან მინდა დაბრუნება ჩემს გუნდში, “მილანი” ჩემი უსაყვარლესი კლუბია, მე “მილანმა” მაქცია ფეხბურთელად. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სეზონის დასრულებისთანავე დავბრუნდები ჩემს ძველ გუნდში, ისეთ მცველთან ერთად თამაში, როგორიც ნესტაა, მე უფრო შემიქმნის პროგრესირების პირობებს. და იმედი მაქვს, რომ მე უფრო ჩამოვყალიბდები პროფესიული თვალსაზრისით და დავეხმარები “მილანს”, რომ მიაღწიოს უკეთეს შედეგებს ჩემპიონატში და ევროპაში. მე ახლა მინდა დავეხმარო “კალიარის”, ეს მნიშვნელოვანი გუნდია, მაგრამ მე უახლოეს მომავალში მხოლოდ იმ გუნდის მაისურით მსურს მოედანზე გამოსვლა, რომელსაც ვაღმერთებ.”

 

 

დავიდე ასტორი 1987 წლის 7 იანვარს დაიბადა იტალიაში, სან ჯოვანი ბიანკოში. არის 1.88 მეტრი. საკმაოდ ნორმალური სიმაღლეა. ბავშვობიდან გამოდიოდა “მილანის” იუნიორთა გუნდში. მისი კარიერა:

 

 

2005–2008 A.C. Milan

2006–2007 Pizzighettone (არენდით “მილანიდან”) 25 თამაში, 1 გოლი

2007–2008 Cremonese (არენდით “მილანიდან”) 31

2008 წლიდან თამაშობს “კალიარიში” და 36 მატჩიდან 2 გოლი აქვს გატანილი.

 

 

საკმაოდ კარგად საუბრობს “მილანზე” და იმედია გადმოვა და კარგად ითამაშებს ჩვენი საყვარელი გუნდის მაისურით.თანაც 23 წლის მცველი ნამდვილად არ აწყენდა “მილანს”…

 

 

სტატიის ავტორი ekumilano

 

 

 

 

acmilan.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...